7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა, 19 დაღუპული და 134 დაშავებული

დღის სიახლეები უცხოეთი

ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ ფილიპინებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა.

Associated Press, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, 200-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება.

ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე შვიდი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო.

მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე გენერალ სანტოსის ქალაქში ორ ათეულზე მეტი სახლი დაინგრა, რომელთაგან ბევრი კომერციული ფართი იყო.

ფილიპინების სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ მინდანაოს კუნძულზე მდებარე გენერალ სანტოსის საერთაშორისო აეროპორტმა ფუნქციონირება შეაჩერა.

სარანგანისა და სულთან კუდარატის პროვინციებიდან დაახლოებით 10 000 ოჯახი ევაკუირებულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *