„Georgian Airways“-ის თვითმფრინავმა თბილისში ავარიული დაშვება განახორციელა – მედია

დღის სიახლეები საზოგადოება

ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის თვითმფრინავმა თბილისში ავარიული დაშვება განახორციელა. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.

“საქართველოს დედაქალაქიდან აფრენის შემდეგ, სალონში ჰერმეტულობა დაირღვა (დეპრესურიზაცია მოხდა). ყველა მგზავრის თავზე მდებარე სპეციალური პანელებიდან ჟანგბადის ნიღბები ავტომატურად ჩამოვარდა და თვითმფრინავი ძლიერად ირყეოდა.

საბედნიეროდ, ყველა მგზავრი უვნებელია და არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი უკან, თბილისში დაბრუნდა და უსაფრთხოდ დაეშვა.” | წერს ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში მოქალაქე ია მოცარელა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *