ამინდის პროგნოზი 2 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე […]

Continue Reading

2 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ სამოელის, მოწამეთა: სევიროსის, მემნონისა და მათთანა 37 მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წინასწარმეტყველი სამოელი წინასწარმეტყველი სამოელი – ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული – ქრისტეს შობამდე ათასასორმოცდა-ექვს წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა – ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა […]

Continue Reading

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი. ჭალაადის მდინარესთან იპოვეს ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილიც. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ირმა ინაშვილი – ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ის მიმართავს შესაბამის ორგანოებს, ექსპრემიერის მიმართ „განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი“ აამოქმედონ. ინაშვილი ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებას, რომელშიც ექსპრემიერი საუბრობს უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეზე და სვამს კითხვას რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი და ამბობს, რომ „რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს. ადგილზე ხმაურიც იყო. მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. საგამოძიებო მოქმედებებს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატიც ესწრებოდა, რომელიც პროცესს სოციალურ ქსელში ლაივ-რეჟიმში აშუქებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სახლში სამართალდამცველები ერთდროულად შევიდნენ, გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. სახლის ჩხრეკამდე ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკეს, […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი – საზოგადოება დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია – მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა

მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში წერს. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს. „ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს […]

Continue Reading

„ქართულმა ოცნებამ“ 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარუდგინა, – ინფორმაციას „ქართულმა ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს

ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დასუსტებასა და სავარაუდო დაშლაზე“. […]

Continue Reading

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. 29 აგვისტოს ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ქალი წყალში შევიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას შემდეგ მისი სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ტაილანდმა საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეუმცირა

ტაილანდის ხელისუფლებამ ქვეყანაში 60-დღიანი უვიზო ყოფნის წესი ოფიციალურად გააუქმა და 60 სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ტურისტული ვიზის გარეშე დარჩენის ვადა 30 დღემდე შეამცირა. სამეფოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ახალი რეგულაცია ძალაში 2026 წლის 15 სექტემბრიდან შევა და ის ტურისტული მიზნით მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხება. ცვლილების შედეგად, ქართველ მოგზაურებს საზღვრის კვეთისას ორთვიანი ნებართვის ნაცვლად ქვეყანაში დარჩენის უფლება მხოლოდ […]

Continue Reading

ჯარში გაწვევის ჩაუბარებელი უწყება საიტზე გამოქვეყნდება, მე-7 დღეს კი ჩაბარებულად ჩაითვლება

ჯარში გაწვევის უწყება საიტზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას “პუბლიკა” მთავრობის მიერ სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესში შეტანილ ცვლილებებზე დაყრდნობით ავრცელებს.  საქართველოს მთავრობის №422 დადგენილება 2026 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება. ცვლილების მიხედვით, თუ წვევამდელთან შეტყობინების ან უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით […]

Continue Reading

დოლარმა და ევრომ მოიმატა – ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0424 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0333 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

„იგლ ჰილსი“ თბილისში 21-22 ათას მაცხოვრებელზე გათვლილ 2 729 ვილა/თაუნჰაუსს და 3 767 მრავალბინიან სახლს ააშენებს – სავარაუდო ინვესტიცია 3.4 მლრდ დოლარია

შპს „იგლ ჰილს საქართველომ“ ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილის განაშენიანების გეგმა – კონცეფცია უკვე შეიმუშავა და წარადგინა. უფრო კონკრეტულად კი, პროექტის განხორციელება სოფელ ფონიჭალას მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე იგეგმება. როგორც გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, შემოთავაზებული განვითარება მიზნად ისახავს, შეიქმნას მყუდრო, ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანება. პროექტი […]

Continue Reading

ღარიბაშვილი საზოგადოებას წერილებს არ მოაკლებს – ადვოკატი

“ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარია. კომუნიკაციის ერთადერთი ფორმა მისთვის წერილებია და ამას არ მოაკლებს საზოგადოებას”, – ასე უპასუხა დღეს tv “პირველის” ჟურნალისტის კითხვას ყოფილი პრემიერის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა. მისი ინფორმაციით, უახლოეს საათებში, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდება, სადაც ის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე ისაუბრებს. ჟურნალისტის კითხვაზე – შეეწირა თუ არა მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, სადაც ისიც იყო ნახსენები, ადვოკატმა […]

Continue Reading

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი – გია ვოლსკი

არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, სწორედ მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის „მთავარია ნდობის მშენებლობის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს“. „არავითარი წინაპირობა, საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ […]

Continue Reading

სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენ

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ. როგორც „ინტერპრენიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო სამსახური ჩართულია და გოგონას ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის გოგო სვანეთში ნაქირავები ავტომობილით მარტო მოგზაურობდა. ასევე, ვრცელდება ცნობები, რომ მისი ავტომობილი ჭალაადის მყინვართან იპოვეს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

როგორც ჩანს, ჩაშვებების სერია დაიწყო – შარაშიძე ღარიბაშვილზე

როგორც ჩანს, ჩაშვებების სერია დაიწყო და ახლა უნდა ვუყუროთ პროცესს, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები დაბეზღებაში და ჩაშვებაში? როგორც ჩანს, ეს პროცესია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მომდევნო წერილის შინაარსის მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მდგომარეობა გამოიყენოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის, მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას […]

Continue Reading

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის მიმართ დამატებითი მოთხოვნები და კონტროლის მექანიზმები ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის უფლების მქონე პუნქტები საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავ სახსრებს მხოლოდ უშუალო ან ბენეფიციარი მესაკუთრისგან (დოკუმენტური დადასტურებით) ან ფინანსური ინსტიტუტებისგან შეძლებენ მოიზიდონ. ამასთან, რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებს ემატება იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის […]

Continue Reading

ჩვენ ვებრძვით არა ტურიზმს და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოში მოხდეს საქართველოს მოქალაქეების, ქართული ბიზნესის ჩანაცვლება – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოში უკონტროლოდ, მასობრივად შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის წარმომადგენლები. როგორც ფავლენიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ბიძინა ივანიშვილის სისტემის დემონტაჟის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე და ქართული ბიზნესი ამ ქვეყანაში რუსული საფრთხისგან დაცული იქნება“. „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქცეული მორდორის კიდევ ერთ კარიბჭედ საქართველოში. აქ პუტინის რუსეთიდან, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 1 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°. აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით […]

Continue Reading

ნათელაშვილმა პროკურატურისგან Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პროკურატურისგან Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. შალვა ნათელაშვილის თქმით, “დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია, გაჩუქებულია ქართული მიწა, განწირულია 600 ჰექტარი ტყე გასაკაფად და გამზადებულია იურიდიული ბაზა არაბული დასახლებების მშენებლობისათვის”. როდესაც 40 წლის უკან, მე პროკურატურის შენობას ვაგებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქვეყნის სათავეში […]

Continue Reading

1 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე ანდრია სტრატილატის და მისთანა 2593 მოწამეთა, მოწამეთა: ტიმოთეს, აღაპისა და თეკლას, წმიდა. პიტირიმის, პერმის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი და მის თანა ორიათასხუთასოთხმოცდაცამეტი მოწამე წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი რომაელთა ლაშქარში მსახურობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. მას ნათლისღება ჯერ არ მიეღო, მაგრამ მტკიცედ სასოებდა იესო ქრისტეს. თავისი სიმამაცის, […]

Continue Reading