ვიდრე მოლაპარაკებები ჩიხშია, აშშ-მ და ირანმა დარტყმები ისევ გაცვალეს – მედია

აშშ-სა და ირანის ძალებმა სამშაბათს გაცვალეს დარტყმები, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გამწვავდა. დაპირისპირება პირდაპირ სროლას გასცდა. ამის შესახებ Axios წერს. კერძოდ, აშშ-ის სამხედროებმა რამდენიმე ირანული ბალისტიკური რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს და თავდაცვის მიზნით ქეშმის კუნძულზე, ჰორმუზის სრუტეში, ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ დარტყმა განახორციელეს. თავის მხრივ, ირანის ისლამური […]

Continue Reading

სანავთობო შემოსავლები და პატრიარქი კირილი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს – Politico

ევროკავშირი ჩქარობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე რაუნდზე შეთანხმებას მომავალი კვირის ბოლომდე მიაღწიოს. ახალი სანქციების პაკეტი შესაძლოა რუსეთის ნავთობის შემოსავლებს, მის ბანკებსა და „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხებოდეს, იუწყება გამოცემა Politico. აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი წინადადება შეიძლება იყოს რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვა. ამჟამინდელი „ფასის ჭერი“, რომელიც ბარელზე 44,10 აშშ დოლარს შეადგენს, ამ ზაფხულს იწურება. თუ არანაირი ქმედება […]

Continue Reading

რუსეთი სომხური პროდუქტის იმპორტზე 3 ივნისიდან შეზღუდვას აწესებს, ფაშინიანი რუსული სანქციით დაზარალებულებს დახმარებას პირდება

რუსეთი სომხეთის სასოფლო სამეურნეო კულტურის იმპორტზე მორიგ შეზღუდვას აწესებს. რუსული მედიის თანახმად, 3 ივნისიდან შეზღუდვები შეეხება სომხური წარმოშობის ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტს, ასევე ამ პროდუქტების ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ტრანზიტს. ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე არ შემუშავდება ალგორითმი გადაზიდული საქონლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში „როსელხოზნადზორმა“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა […]

Continue Reading

ირანმა აშშ-თან შეტყობინებების გაცვლა გაყინა – მედია

ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფი შუამავლების მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეტყობინებების გაცვლას წყვეტს ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, პარალელურად კი ირანის სამთვიანი ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება. სააგენტომ აღნიშნა, რომ ირანმა და „წინააღმდეგობის ფრონტმა“ – რომელიც მოიცავს მის შიიტ მოკავშირეებს იემენში, ლიბანსა და ერაყში – დასახეს გეგმა ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირებისა და სხვა […]

Continue Reading

პუტინმა განმარტა, რა იგულისხმა ნათქვამში უკრაინაში ომი „დასრულებისკენ მიდის“

ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა თავის ბოლო განცხადებაზე, რომ მისი აზრით, უკრაინაში ომი „დასრულებისკენ მიდის“. გაზეთ „კომერსანტის“ კითხვის საპასუხოდ, პუტინმა განაცხადა, რომ მან ომის სწრაფი დასრულება იწინასწარმეტყველა, რადგან რუსული ჯარები ბრძოლის ველზე „ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ“. „ბრძოლის ველზე სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ეს გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ სიტუაცია დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა პუტინმა […]

Continue Reading

ტურისტული გემი ჩაიძირა თურქეთში – მოხერხდა თუ არა მგზავრების გადარჩენა

თურქეთის კურორტ მარმარისის სანაპიროსთან ჩაძირული ტურისტული გემის 110-ვე მგზავრი გადაარჩინეს, იტყობინება გაზეთი „მილიეთი“. „110-ვე მგზავრი იმავე კომპანიის სხვა გემსა და ახლომდებარე ნავებზე გადაიყვანეს“, – იტყობინება გაზეთი. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 15:45 საათზე მოხდა, მარმარისის რეგიონში, ჯენეტის კუნძულთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟმა გაუმართაობა შენიშნა და ნაპირთან უფრო ახლოს მდებარე ადგილისკენ გაემართა.

Continue Reading

Temu 200 მლნ ევროთი დაჯარიმდა – რა გახდა ამის მიზეზი

ევროკავშირმა ჩინურ ონლაინ-მარკეტპლეის Temu-ს 200 მლნ ევროს (232 მლნ დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მიზეზი მის პლატფორმაზე უკანონო პროდუქტების, მათ შორის, საშიში საბავშვო სათამაშოებისა და გაუმართავი დამტენების გაყიდვაა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC და Euronews ავრცელებენ. ევროკომისიის განცხადებით, ამ პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული სისტემური რისკებისა და მათ მიერ მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის დროულად იდენტიფიცირება-შეფასების ადეკვატური კონტროლი კომპანიამ ვერ […]

Continue Reading

რუსეთში სომხური ჯერმუკის წყლის მილიონობით ბოთლის გაყიდვა შეაჩერეს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა – „როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის “ჯერმუკის” 64,5 მილიონი ბოთლის გაყიდვა დროებით შეაჩერა. შეზღუდვები უკვე დანერგილია „ღირსეული ნიშნის“ სისტემის მეშვეობით. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათივე ცნობით, პროდუქტში გარკვეული ნივთიერებების, მათ შორის ჰიდროკარბონატების, ქლორიდების და სულფატების ჭარბი დონე აღმოაჩინეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს […]

Continue Reading

ამაზონის დამფუძნებლის რაკეტის გამოცდის დროს აფეთქება მოხდა

Blue Origin-ის New Glenn მძიმე ტვირთამწეობის რაკეტა-მზიდი, რომელიც Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, შეერთებულ შტატებში, გამოცდის დროს, გამშვებ მოედანზე აფეთქდა. Blue Origin-მა ინციდენტს „ანომალია“ უწოდა და დასძინა, რომ აფეთქების შედეგად პერსონალი არ დაშავებულა. მომხდარს მილიარდერი ილონ მასკი უკვე გამოეხმაურა. „უკიდურესად სამწუხაროა. რაკეტები რთულია“, – დაწერა მან “იქსზე”.

Continue Reading

თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, სამ სატვირთო გემს დრონებმა შეუტიეს – მედია

თურქული საზღვაო სააგენტო Tribeca-ს ცნობით, სინოპის ნავსადგურთან სამი გემი ტვირთის გარეშე მიცურავდა, როდესაც სამიზნედ იქცნენ, იტყობინებიან კერძო მედიასაშუალებები Halk TV, Sozcu და გაზეთი Turkiye. ერთი გემი, James II, პალაუს დროშით ცურავდა, ხოლო ორი სხვა, Altura და Velora, სიერა-ლეონეს დროშით. Tribeca-ს თქმით, თურქეთის სანაპირო დაცვა ჩაერია ინციდენტში. სამივე ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

Continue Reading