Blue Origin-ის New Glenn მძიმე ტვირთამწეობის რაკეტა-მზიდი, რომელიც Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, შეერთებულ შტატებში, გამოცდის დროს, გამშვებ მოედანზე აფეთქდა.
Blue Origin-მა ინციდენტს „ანომალია“ უწოდა და დასძინა, რომ აფეთქების შედეგად პერსონალი არ დაშავებულა.
მომხდარს მილიარდერი ილონ მასკი უკვე გამოეხმაურა. „უკიდურესად სამწუხაროა. რაკეტები რთულია“, – დაწერა მან “იქსზე”.
