უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 4 აგვისტოდან ერთი აშშ დოლარი – 2.6259, ევრო – 3.0239, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5323 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6259, ევრო – 3.0206, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5308 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 4 აგვისტოს […]

Continue Reading

ამერიკის საელჩოს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ შექმნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში ერთ-ერთი მთავარი იყო, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას და სიცრუის ტირაჟირებას. „რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში […]

Continue Reading

რუსული აკრძალვის გამო, სომხეთი თევზის ექსპორტის საქართველოში დაწყებას გეგმავს

სომხეთი საქართველოში თევზის ექსპორტის დაწყებას გეგმავს. Caspianpost.com-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები საქართველოსთან თევზის პროდუქტების მიწოდების დასაწყებად უკვე მზად არის. მათივე ცნობით, საელჩომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიზნით, თანამშრომლობას გააგრძელებს. სომხეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება „როსელხოზნადზორის“ მიერ სომხური პროდუქციის, მათ შორის თევზის იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება. რუსეთი სომხეთიდან სხვადასხვა პროდუქტის იმპორტს თანმიმდევრულად მაისის ბოლოდან კრძალავს. ბოლო […]

Continue Reading

„დოიჩე ველემ“ ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ დღეს Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა, რომლის გაფართოებაც მოგვიანებით სხვა პლატფორმებზეც იგეგმება. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დოიჩე ველეს“(DW) ქართული პროგრამის გვერდზე. ჩვენთან გაეცნობით მრავალფეროვან ამბებს საქართველოდან, ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე, მიიღებთ სანდო, ობიექტურ და დროულ ინფორმაციას აქტუალური თემების შესახებ“, – აღნიშნულია მაუწყებლის განცხადებაში. აღნიშნული ინიციატივა „ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ (European Information Shield Initiative) ნაწილია, რომელსაც DW და FMM […]

Continue Reading

ეგვიპტეში 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა ეგვიპტის ქალაქ სუეციდან ჩრდილოეთით 38 კილომეტრში მოხდა, სიღრმე 10 კილომეტრი იყო. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ეგვიპტის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ დაზარალებულ პროვინციებში საგანგებო სიტუაციების რეაგირების გეგმა აამოქმედა და მოსახლეობას მოუწოდა, დაზიანებულ შენობებში არ გაჩერდნენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე კონტროლს აწესებს

ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე კონტროლს აწესებს. Politico-ს ცნობით, ევროკომისიაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი , რომელსაც გლობალური ტექნოლოგიური გიგანტების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მოდელების რეგულირება დაევალა. ექსპერტებისა და იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა Open AI, Google-ი, Meta და Microsoft-ი. გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფი შეამოწმებს, რამდენად გამჭვირვალეა კომპანიების მიერ გამოყენებული ალგორითმები, ავრცელებენ თუ არა დეზინფორმაციას და […]

Continue Reading

ირანმა ისლამურ ქვეყნებს მოუწოდა გაერთიანებისკენ ისრაელის „პროვოკაციების“ თავიდან ასაცილებლად

ისლამურმა ქვეყნებმა პრაქტიკული ერთიანობა უნდა გამოავლინონ ისრაელის „პროვოკაციული ქმედებების“ თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იბნ რეზამ თურქეთის თავდაცვის მინისტრ გიულერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ირანელმა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მუსლიმურ ქვეყნებს შორის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნის აუცილებლობას. მინისტრის თქმით, რეგიონში გარე ძალების ყოფნა სიტუაციის დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორია. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს […]

Continue Reading

დასტურდება, რომ ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა – უკავშირდება თუ არა მისი წასვლა  სემეკის განცხადებას

„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, გიორგი აბრამიშვილი ადასტურებს, რომ „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც გიორგი აბრამიშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აცხადებს, ზარდიაშვილი საკუთარი სურვილით გადადგა, ახლა კუთვნილ შვებულებაშია და შვებულების დასრულების შემდეგ „წავა“. “შვებულებაშია ახლა და მერე წავა. არ მგონია, მისი წასვლა სემეკს უკავშირდებოდეს. სემეკის დასკვნას არ ვეთანხმები, იქ სუბიექტურ მიზეზებზეა საუბარი. ის ვერ იქნება, რომ […]

Continue Reading

აღმოჩენა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს წარმოდგენა ქრისტიანობის გავრცელების შესახებ

უძველესი ქრისტიანული აღმოჩენა გერმანიაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ვერცხლის ამულეტი, რომელიც დაახლოებით 1800 წლით თარიღდება და რომელმაც შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ქრისტიანობის გავრცელების შესახებ. აღმოჩენა რომაულ ქალაქ ნიდაში გაკეთდა, რომელიც მდებარეობს მაინის ფრანკფურტთან ახლოს (ჰესენი, გერმანია). კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გამოყენებით, მეცნიერებმა შეძლეს თხელ ვერცხლის ფოლგაზე ლათინური წარწერის გაშიფვრა. ტექსტი შეიცავს ქრისტიანულ მოწოდებებს, მათ შორის წმინდა ტიტეს მითითებებს […]

Continue Reading

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. „სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას. ასევე, რეკომენდებულია მაღალ ინტენსიური ფიზიკური აქტივობისაგან თავის შეკავება და […]

Continue Reading