რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, – ინფორმაციას რუსული მედია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „დუროვს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა)“, – ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, შეტყობინებების აპლიკაციის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ „შეთქმულების დასაგეგმად და მასობრივი მკვლელობების ჩასატარებლად გამოყენებული არხების წაშლა“. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
Continue Reading