პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთს „ევროპის წინააღმდეგ აგრესიული გეგმები არ აქვს“

პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინმა და ტრამპმა „მოსკოვსა და კიევში ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების შემდეგ მოსაზრებები გაცვალეს“, იუწყება TASS. უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთს „ევროპის წინააღმდეგ აგრესიული გეგმები არ აქვს“ და ომში მიმდინარე მოვლენების „ობიექტური და საფუძვლიანი ანალიზი“ მიაწოდა. უშაკოვმა ასევე აღნიშნა მელანია […]

Continue Reading

როგორ გამოვარჩიოთ ნამდვილი რძის ნაწარმი? – 2027 წლიდან ეტიკეტირების ახალი სტანდარტი ამოქმედდება

2027 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს ბაზარზე რძის შემცველი პროდუქციის ეტიკეტირებისა და დახლებზე განთავსების წესები მკაცრდება. საქართველოს მთავრობის №429 დადგენილების მიხედვით, ცვლილებები შევიდა „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“. მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილებისა და „სამართლიანი საინფორმაციო პრაქტიკის“ უზრუნველყოფის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რამდენიმე ახალი სავალდებულო მოთხოვნა ამოქმედდება. კერძოდ: დადგენილების მიხედვით, „უნივერსალური პიქტოგრამა“ უნდა […]

Continue Reading

სამშაბათს დედამიწაზე მაგნიტური შტორმი დაიწყო

2026 წლის შემოდგომის პირველი მაგნიტური შტორმი დედამიწაზე მზის პლაზმის გავლენით დაიწყო, რომელმაც პლანეტას მზის აფეთქებების შემდეგ მიაღწია. კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მზის ასტრონომიის ლაბორატორიის ცნობით, შტორმი ამჟამად სუსტია, მაგრამ შესაძლოა ზომიერ ან ძლიერ ნიშნულამდეც კი გაიზარდოს.„სექტემბრის პირველი მაგნიტური შტორმი დედამიწაზე დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყო. ამჟამად ეს მოვლენა სუსტია და ხუთბალიანი შკალით I კატეგორიას მიეკუთვნება. შტორმი წინა […]

Continue Reading

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად იგი როგორც […]

Continue Reading

1 700 ტონა ბენზინი ენგურის გავლით – საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის სრული მოხმარების 20% შევიდა

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 1 700 ტონამდე ბენზინი შევიდა, რაც მოხმარებული ბენზინის თითქმის 20%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. საწვავი ოკუპირებულ რეგიონში კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. როგორც ირკვევა, მიწოდება ენგურის ხიდის გავლით, სექტემბერშიც გრძელდება, თუმცა უცნობია, რა რაოდენობით.  მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი, შმაგი სამხარაძე ამბობს, რომ დროებით ოკუპირებულ […]

Continue Reading

მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, პატივს მიაგებს ნორვეგიის გარდაცვლილი მონარქის ხსოვნას. მეფე ჰარალდ V ნორვეგიის სამეფოს 35 წლის განმავლობაში, 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის […]

Continue Reading

“ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა” – “ქართული ოცნება”

ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი “ჩაჯდა იმ ნარატივში, რაც ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციონერებმა შემოგვთავაზეს”. „ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, 100 ათას დოლარზე ნაკლები რომ არც ერთი […]

Continue Reading

საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავად ავრცელებს. მათივე ცნობით, ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას”, -ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ემი დიაზი […]

Continue Reading

ახლა ჩავთვალე, რომ დრო დადგა, ეს მეთქვა. და ზუსტად ვიცი, პატიებას არ ვაპირებ არავისთვის – ვის მიმართავს ნიკა გვარამია

რაკიღა არ დასრულდა სამთავრობო „გირჩის“ და „ნაცმოძრაობის“ ერთობლივი (მე ვიტყოდი, ორკესტრირებული) კამპანია, ცოტა ვრცლად მეც მოვყვები. ძირითადად შევეხები იმ საკითხს, რომელიც ჩვენი კოალიციის და პირადად ჩემს’ მიმართ აგორებულ გილაურის მითიურ 40 მილიონს ეხება, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ ამ კამპანიაში ძალიან აქტიურად ჩაერთო […]

Continue Reading

სართველოში პურის ზოგიერთი სახეობა ისევ გაძვირდა

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას მიიღეს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა, თეთრი პურის გაძვირებაზე მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ გარკვეული სახეობის პურზე ფასი 5-10 […]

Continue Reading