ლარი გამყარებას განაგრძობს – ვალუტის ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6290 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6290 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9984 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

მუხიანში, სკვერში მილის დაზიანების შედეგად, წყლის ჭავლი მე-9 სართულამდე აღწევს – VIDEO

მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა. ამის შესახებ “პრესექსპრესს” ფოტო და ვიდეო მასალა ადგილიდან თვითმხილველებმა მოაწოდეს. მათივე ცნობით, სკვერში წყლის მილი მაშინ გასკდა, როდესაც ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობდა. წყლის ჭავლი მე-9 სართულის სიმაღლემდე აღწევს. VIDEO გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს“ – “ქართული ოცნება” სანაიას დაპატიმრებაზე

ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ლოგიკურია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც კლავიატურით მოქალაქეების ნაწილის გინებით არიან დაკავებული, ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენდნენ, არც დღეს წარმოადგენენ და ერთადერთი „ფეისბუქის“ მეშვეობით ადამიანების ლანძღვა და ღირსების შელახვა შეუძლიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ძალიან ლოგიკურია, რომ კანონი […]

Continue Reading

ვინც ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია იცის, დარწმუნდება, რომ არასდროს მიმიწევდა გული რუსი ქალებისკენ – სააკაშვილი

ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია ვინც იცის (და არა პროპაგანდისტული ნარატივები), დარწმუნდება, რომ არასდროს მიმიწევდა გული რუსი ქალებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ვინც შემხვედრია, იმათგან დიდ ნაწილს მივიჩნევდი საკმაოდ პრიმიტიულ, უხეშ არსებებად და ეს არცაა გასაკვირი, იმ ქვეყნისგან, სადაც საუკეთესო ქალებს, ისეთებს როგორებიცაა მარინა ცვეტაევა, ანა ახმატოვა, ანა პოლიტკოვსკაია ანადგურებდნენ […]

Continue Reading

აიკრძალება 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედია – სად და როდის ამოქმედდება კანონი

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც 2027 წლის იანვრიდან 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. კანონის თანახმად, საფრანგეთში ყველამ უნდა დაადასტუროს საკუთარი ასაკი სოციალურ მედიაზე წვდომისთვის. კანონი ორ ეტაპად განხორციელდება: სექტემბრიდან 15 წლამდე ასაკის პირები ვერ შეძლებენ ანგარიშების გახსნას და ყველა ახალ ანგარიშზე ასაკის დადასტურება იქნება საჭირო, 2027 წლის იანვრიდან […]

Continue Reading

იტალიაში დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი ემიგრანტი იპოვეს – ვინ არის თელაველი ქალი, რომელიც რთულ მდგომარეობაშია

იტალიის ქალაქ ნეაპოლში მცხოვრები, დაკარგულად მიჩნეული თელაველი ევა ამირანაშვილი ქართველი ემიგრანტების დახმარებით იპოვეს. ემიგრანტების ჯგუფში გავრცელებული ინფორმაციით, ევას მოძებნის თხოვნით, ქართველებს მისმა მეუღლემ მიმართა. მათი ცნობით, ქალი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება – არ აქვს სამსახური, ტელეფონი და საცხოვრებელი ადგილი. ემიგრანტები წერდნენ, რომ ქალს საქართველოში დაბრუნებაში დახმარება სჭირდებოდა და მის დასახმარებლად თანხის შეგროვებას გეგმავდნენ. ამჯერად კი მარი […]

Continue Reading

სულ ერთია, რამდენ ხნიანი იქნება პატიმრობა ახლა თუ მომავალში, ან რამდენ ჯარიმას დამიწერენ – ვახო სანაია 14 დღიან სასჯელზე

14 დღიანი პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტი ვახო სანაია “ფორმულასთან” საუბარში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სასჯელი მისთვის არაფერს ნიშნავს. “ეს არ არის მხოლოდ ჩემ შესახებ გადაწყვეტილება, ეს ეხება საზოგადოების ყველა წევრს. ეს არის გზავნილი ყველასადმი, რომ გაჩუმდით. ეს საზოგადოება არ გაჩუმდება. უსხედან ჩემს “ფეისბუკს”, ჯერ სქროლავენ, მერე სქრინავენ. ამას აკეთებენ დიდი ხანია. ამ სამმართველოს […]

Continue Reading

ირანთან ომი აშშ-ს 37,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა – Reuters

აშშ-სა და ირანს შორის ომის ღირებულებამ 37,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა 21 ივლისს კონგრესის მოსმენაზე განაცხადა, იტყობინება Reuters. მისი თქმით, ეს ციფრი მოიცავს სამხედრო ხარჯების ნაწილს და 30 სექტემბრამდე პროგნოზს. როგორ მივიდა პენტაგონი ამ ციფრამდე, არ არის დაკონკრეტებული. მარტში, Reuters-ის წყარომ მხოლოდ ომის პირველი ექვსი დღის ღირებულება, მინიმუმ, 11,3 […]

Continue Reading

კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის შემცვლელების მოხმარებას ორგანიზმზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს და დაბერება დააჩქაროს. ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ზოგიერთმა ფართოდ ცნობილმა შემცვლელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების დაჩქარებას შეუწყოს ხელი. მასში თითქმის 13 ათასმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 52 წელი […]

Continue Reading

ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საქმე ვახო სანაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს ეხებოდა, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ლადო ბოჟაძეს შეეხებოდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading