შიო მესამე – ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები, არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში

უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე, როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა საზოგადოებას პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა. შიო მესამის თქმით, წმინდა მოციქულმა პეტრემ მოგვცა დიდი მაგალითი რწმენისა, ასევე, პავლე მოციქულს ღრმად ესმოდა ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა. პატრიარქის განცხადებით, ჩვენ უნდა […]

Continue Reading

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას ზეიმობს – პატრიარქი შიო მესამე წირვას ავლაბრის პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენებას ზეიმობს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულეობრივი და  მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა“. 12 ივლისს სრულდება პეტრე-პავლობის მარხვა, რომელიც 8 ივნისს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის (ავლაბარში მდებარე) ტაძარში […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როდიდან იცვლება ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, […]

Continue Reading

ახლახან დაწინაურებულმა პოლიციელმა სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა – მედია

პოლიციის მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააწინაურეს, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. გასულ შაბათს, 4 ივლისს ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც სიგუას ცოლი ძალადობაში ადანაშაულებდა. ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. იქამდე კი თბილისის […]

Continue Reading

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რაჟდენ ლეთოდიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. განცხადებას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 […]

Continue Reading

თელავში არასრულწლოვნის დაჭრისა და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

თელავში არასრულწლოვნის დაჭრისა და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს […]

Continue Reading

პაპუაშვილს ვურჩევ, გაემიჯნოს ტერორისტ ივანიშვილს, რომელიც „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ გვერდით აყენებს ამ რეჟიმს – “ლელო”

ალეკო ელისაშვილის დაკავებიდან მალევე ვნახეთ პოლიტიკური დირექტივის მიცემა მართლმსაჯულებისთვის, როდესაც შალვა პაპუაშვილის განცხადებაში და არა მხოლოდ, ღიად მითითება იყო, ბრალი უნდა გადაკვალიფიცირებულიყო, რომ უნდა ყოფილიყო შემოტანილი ტერორიზმის სრულიად აბსურდული მუხლი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ბრალის გადაკვალიფიცირება არაადეკვატურად მოხდა, პოლიტიკური მითითებით, რაც არის მამუკა მდინარაძის პირადი ვენდეტა. […]

Continue Reading

პოლიციამ დააჯარიმა პირი, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ტაძრის გალავანთან შარდავდა

თბილისში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტზე ესტონელი ტურისტი დააჯარიმეს – არსებობს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთი ტაძრის გალავანთან შარდავდა. ვიდეო მასალა ორი დღეა სოციალურ ქსელში ვირუსულად არის გავრცელებული. შემთხვევა კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოხდა ვიდეოში ასახული პირის იდენტიფიცირება და მისი დაჯარიმება. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს

თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს. ინფორმაციას ფეისბუქჯგუფი “მთავარი ამბები კახეთიდან” აბრცელებს. შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაიწყო, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. დაპირისპირებას წინ უძღოდა კორპუსის მცხოვრების მიერ ახალგაზრდებისთვის მიცემული შენიშვნა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს ერთ-ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით, ყელის არეში დაჭრა. 17 […]

Continue Reading

მძევლად აყვანილი მაღაზიის მოლარე ამ დროისთვის თავისუფალია

ბერლინის პოლიციამ გაანეიტრალა მამაკაცი, რომელმაც სუპერმარკეტის მოლარე მძევლად აიყვანა, იტყობინება სააგენტო DPA, პოლიციაზე დაყრდნობით. კაცმა ქალი მძევლად 10 ივლისის საღამოს აიყვანა. სუპერმარკეტი მდებარეობს ჰილდბურგჰაუზერ შტრასეზე, მარიენფელდეს რაიონში. მძევალი ამ დროისთვის უკვე თავისუფალი. არსებული ინფორმაციით, ქალი შოკურ მდგომარეობაშია და სამედიცინო დახმარებას იღებს. პოლიციის თანამშრომელმა სააგენტოს განუცხადა, რომ თავდამსხმელმა სამართალდამცავებთან მოლაპარაკებების დროს სხვადასხვა მოთხოვნა წამოაყენა. თუმცა, პოლიციას […]

Continue Reading