Wizz Air-მა შესაძლოა, მგზავრები მარტივი სამგზავრო აქსესუარისთვის დააჯარიმოს

Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ. avianews.com- ის ცნობით, მგზავრებს შესაძლოა, 55-დან 65 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ ბორტზე ბალიშის გამოყენებისთვის. ავიაკომპანიის ლოგიკა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბალიში მგზავრს კისერზე აქვს შემოხვეული, კომპანიის წესები მას ხელბარგის სრულფასოვან, ცალკე ნივთად კლასიფიცირებს. „კისრის ბალიში არ ითვლება ცალკე უფასო ნივთად. თუ ის არ ჯდება თქვენი ხელბარგის დასაშვებ ნორმაში, ის ჩაითვლება […]

Continue Reading

ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს – ექს-პრემიერის ადვოკატი

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექს-პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ავრცელებს. საუბარია ღარიბაშვილის ცოლის დის, ნათია თამაზაშვილის მეუღლე ლევან სანამაშვილზე. ლილი გელაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ ნათია ტამაზაშვილი ექს-პრემიერის უფლებებს იცავს. “ვინ იქნება შემდეგი?”- წერს ადვოკატი გავრცელებლ პოსტში. “გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია […]

Continue Reading

ხელოვნური კუნძული 10 თვეში – რას აპირებენ ჩინელები

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ბაზის შესაქმნელად უზარმაზარი ხელოვნური კუნძული 10 თვეში ააშენა. პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ანტილოპას რიფის მშენებლობის პირველი ფაზა დაასრულა. ერთი წლის განმავლობაში ჩინელებმა ზღვის ფსკერიდან მილიონ ტონაზე მეტი ქვიშა ამოიღეს, რამაც დაახლოებით 6 კილომეტრის სიგრძის მიწის მასივი შექმნა. ჩრდილო-დასავლეთით, ისინი ამზადებენ ადგილს, დაახლოებით, 3 კილომეტრის სიგრძისა და 55 მეტრის სიგანის ასაფრენი […]

Continue Reading

სახელმწიფომ რეკორდული 164 მილიონი ლარი მიიღო – ვის მოუწია ჯარიმების გადახდა

2026 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 164 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 მლნ ლარით, ანუ 29.6%-ით მეტია. დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 65.6 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, […]

Continue Reading

“დაუჯერებელია…ბანკებიდან – ბეტონის კორპუსების ტყეებამდე” – რას წერს ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატისკიტას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვით, საბანკო სექტორის მოგება, გასულ წელთან სედარებით, 21 %-ით გაიზარდა. “დაუჯერებელია” – წერს დეკანოიძე. “დაუჯერებელია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ახალი ანგარიშით: საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ჯამურმა მოგებამ 2026 წლის იანვარ-ივლისში 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია. საბანკო სექტორის მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 388 […]

Continue Reading

ვის გადაეცემა უფასოდ სასკოლო ფორმა – რა ჩაიწერა დადგენილებაში

საქართველოს მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ უზრუნველყოფის პროგრამში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც პროგრამის ბენეფიციართა წრეს მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებიც დაემატნენ. ცვლილება მთავრობის 21 აგვისტოს №406 დადგენილებით შევიდა ძალაში. დოკუმენტით განახლდა 3 აგვისტოს დამტკიცებული „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“. ახალი წესის მიხედვით, უფასო სასკოლო ფორმის მიღების უფლება ექნებათ […]

Continue Reading

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა გაუქმებულია – სასამართლოს გადაწყვეტილება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა გაუქმებულია – გადაწყვეტილება ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე ჟანეტ ვარგასმა მიიღო. მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, იურიდიულ უფლებამოსილებას სცილდება. მოსამართლის 61-გვერდიან გადაწყვეტილებაში უარყოფილია ადმინისტრაციის საჯარო დასაბუთება ამ პოლიტიკის შესახებ რომ სამიზნე ქვეყნებიდან მიგრანტები საზოგადოებრივი შეღავათებით ისარგებლებდნენ და […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 22 აგვისტოს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +33, +38°; მთაში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +27, +32°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

22 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

ეკლესია 22 აგვისტოს მატათა მოციქულის, დიაკონ სევერიანეს, მოწამე ანტონი ალექსანდრიელის; ღირსი ფსოე ეგვიპტელის, მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. მატათა მოციქული მატათა მოციქული იყო ჯერ ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი, შემდეგ ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელის მაგივრად არჩეული. წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და […]

Continue Reading

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ არ მივაღწევ საწადელს და სანამ არ მივაღწევ სამართალს – თეონა თამაზაშვილი

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ სამართალს არ მივაღწევ, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ, როგორც ყველა დანარჩენი ჩაფარცხეს. ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით? რამდენ ადამიანს უნდა შევუქმნა პრობლემა, […]

Continue Reading