ტრამპი ანკარაში 1000 კაციან თანმხლებ პირთან ერთად ჩავა – ნატოს სამიტის დეტალები ვრცელდება

თურქულმა გაზეთმა Hürriyet-მა ანკარაში ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა. გაზეთის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი 7 ივლისს თურქეთში, დაახლოებით, 1000 კაციან დელეგაციასთან ერთად ჩავა და ასევე საპრეზიდენტო მანქანას და ვერტმფრენს ჩაიყვანს, რომლებიც ანკარაში აიწყობა. სამიტის წინა დღეს, ტრამპი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ცალკე მოლაპარაკებებს გამართავს. შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე იქნება გამახვილებული, მათ შორის თურქული […]

Continue Reading

ხელის თხოვნა “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” გუმბათის კენწეროზე – რუსი რუფერები დააკავეს

რუსი რუფერები ნიუ-იორკში, “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” გუმბათის კენწეროზე ავიდნენ. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, აქ ხელის თხოვნის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს. ამის შემდეგ, აღნიშნული წყვილი დააკავეს. რუსეთის მოქალაქეებმა ანჯელა ნიკოლაუმ (33 წ,) და ივან ბირკუსმა (32 წ.) ცათამბჯენის გუმბათზე დიდი ბანერიც გაშალეს წარწერით: „როდესაც სიყვარულის ძალა ძალაუფლების სიყვარულს ამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა სუფევს“. ბირკუსი ერთ […]

Continue Reading

5 თვეში 2 ტონაზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შემოვიდა – ვისგან ვყიდულობთ და რა ფასად

2026 წელს 5 თვეში საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების იმპორტი გაიზარდა. ქვეყანაში იანვარ-მაისის განმავლობაში 886 ათასი დოლარის ღირებულების 2.1 ტონა საფრენი აპარატი შემოვიდა. იმპორტი მცირეა, თუმცა წლიური ზრდა 39.5% იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების მთავარი იმპორტიორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელზედაც იმპორტის ნახევარზე მეტი მოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: აღსანიშნია, რომ 2025 წელს ქვეყანამ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 2 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებასამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°; სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით […]

Continue Reading

2 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ივლისს მოციქულ იუდას, მოწამე ზოსიმეს; ღირს პაისი დიდის ; ღირსი იოანე განდეგილის და ღირს პაისი (ბულგარელის) ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა – იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი […]

Continue Reading

“როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას” – ნინო ჩხობაძე მოსალოდნელ სიცხეებზე

„როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას“ – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ელექტროგადამცემმა ხაზებმა დატვირთვასა და ექსტრემალურ სიცხეებს შესაძლოა, ვერ გაუძლოს. „როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას. შესაძლოა, ელექტროენერგიის ხშირი წყვეტები იყოს, რადგან შეიძლება ხაზებმა ვერ გაუძლოს სიცხეს […]

Continue Reading

“დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით” – კობახიძე აშშ-ის საელჩოში

ათწლეულების განმავლობაში, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. „როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა სჭირდებოდა, საქართველო, როგორც ერთგული პარტნიორი, […]

Continue Reading

ისრაელის პრემიერი ერდოღანს აფრთხილებს – “ის უნდა დამშვიდდეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას ან უსაფრთხოებას”

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის ლიდერს რეჯებ თაიპ ერდოღანს აფრთხილებს, დამშვიდდეს. მისი თქმით, ოსმალების 400 წლიანი მმართველობა უკვე დასრულებულია და ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა. “ერდოღანი ისრაელის განადგურებისა და იერუსალიმის დაბრუნების სურვილზე საუბრობს. ვფიქრობ, მას დაავიწყდა, რომ ოსმალეთის 400-წლიანი მმართველობა დასრულდა. დღეს ისრაელის ძლიერი სახელმწიფო არსებობს. ის უნდა დამშვიდდეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას […]

Continue Reading

„დროა“ – ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ. აღნიშნული ინფორმაციას პარტია „დროას“ პრესსამსახური ავრცელებს. “რამდენიმე წუთის წინ, ექიმ მაკა იოსელიანს შეატყობინეს, რომ ელენე ხოშტარია ამ წუთებში გადაჰყავთ “ვივამედში”. მას დღესვე მოინახულებს მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძესთან ერთად,” – აცხადებენ პარტიაში. ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის […]

Continue Reading

შსს მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული პირის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე […]

Continue Reading