მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას. ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც მივალ, არ დავტოვებ ამ საქმეს გაუხსნელს , – ამის შესახებ 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა განაცხადა. ის საქმის გამოძიებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ თუ გამოძიება სწორი მიმართულებით არ წავა, ხალხთან ერთად ქუჩაში გამოხატავს პროტესტს. „ველოდები გამოძიებას, რომ ეს საქმე ბოლომდე […]

Continue Reading

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას – ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს – პატრიარქი წირვას ბათუმში შეასრულებს

მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრებში კი ღვთისმსახურება ღამის თევით შესრულდება. მართმადიდებელ ეკლესიაში ეს დღესასწაული, ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში დადგინდა.  საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ […]

Continue Reading

ფოტოგრაფიიდან ქველმოქმედებამდე – როგორ ახერხებს “დანტესი” ადამიანების ცხოვრების შეცვლას

ქუთაისში მცხოვრებ ფოტოგრაფს და ქველმოქმედ ახალგაზრდას, დავით ოქროპილაშვილს, იგივე ,,დანტესს” საქართველოში ყველა კარგად იცნობს. მან წლების მანძილზე ქუჩის ფოტოგრაფიასთან ერთად, ქველმოქმედებით და ადამიანების ისტორიების მოყოლით ბევრჯერ გააერთიანა საზოგადოება, რითიც ადამიანების ცხოვრება შეცვალა. – როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა ფოტოგრაფიაში და რა როლი აქვს მას თქვენს ცხოვრებაში? როდის გაჩნდა სურვილი, რომ ფოტოგრაფიის პარალელურად, ადამიანებსაც დახმარებოდით? როგორ იქცა ფოტოკამერა ადამიანების ცხოვრების […]

Continue Reading

“შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ საფლავის ღირსეული დაცვა” – რა ხდება ზვიად გამსახურდიას საფლავზე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, მამის, ზვიად გამსახურდიას საფლავზე დაფის განთავსების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მიაჩნია, რომ ეს ეროვნული მნიშვნელობის საფლავის ვანდალური ხელყოფა, ისტორიული პიროვნების სახელის დამახინჯება და მისი სექტანტურ კულტად ქცევის მცდელობაა. მისივე თქმით, აღნიშნული დაფა, რომელზეც წარწერილია “ელია”, მანანა არჩვაძის მითითებით დადეს. “ზვიად გამსახურდიას საფლავზე დაფის განთავსება წარწერით „ელია“ სრულიად მიუღებელია. დაფა […]

Continue Reading

112 – ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. ამის შესახებ 112-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-მა დილით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედიოდა. […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა|24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყება წერს, რომ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე მიიღებს მონაწილეობას „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში. გარდა ამისა, იგი დაესწრება ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიას, რომელიც მშვიდობის საკითხებს ეძღვნება. ვიზიტის ფარგლებში […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 20 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +4, +9°, დღისით +13, +18°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს […]

Continue Reading

20 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე სოზონტი წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს […]

Continue Reading

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა 21-ე სკოლაზე 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა 15-ში სასწავლო პროცესი მაინც გახსნეს – ტვ პირველი

21-ე საჯარო სკოლის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სკოლის შემოწმება 2025 წლის სექტემბერში მოითხოვეს, სამხარაულის ექსპერტები კი ადგილზე გასული წლის დეკემბერში მივიდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს დასკნის მომზადება, რომელიც, საბოლოოდ, 10 სექტემბერს გაიცა, მაგრამ ამის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესეი 15 სექტემბერს მაინც გახსნეს, 18-ში კი დახურეს. დასკვნა, რომელიც 9 თვე იწერებოდა, სულ […]

Continue Reading

“ინფორმაცია თითქოს ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. უწყების განმარტებით, ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. „გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად […]

Continue Reading