მიხეილ სააკაშვილი – ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს

ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დასუსტებასა და სავარაუდო დაშლაზე“. […]

Continue Reading

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. 29 აგვისტოს ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ქალი წყალში შევიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას შემდეგ მისი სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ტაილანდმა საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეუმცირა

ტაილანდის ხელისუფლებამ ქვეყანაში 60-დღიანი უვიზო ყოფნის წესი ოფიციალურად გააუქმა და 60 სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ტურისტული ვიზის გარეშე დარჩენის ვადა 30 დღემდე შეამცირა. სამეფოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ახალი რეგულაცია ძალაში 2026 წლის 15 სექტემბრიდან შევა და ის ტურისტული მიზნით მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხება. ცვლილების შედეგად, ქართველ მოგზაურებს საზღვრის კვეთისას ორთვიანი ნებართვის ნაცვლად ქვეყანაში დარჩენის უფლება მხოლოდ […]

Continue Reading

ჯარში გაწვევის ჩაუბარებელი უწყება საიტზე გამოქვეყნდება, მე-7 დღეს კი ჩაბარებულად ჩაითვლება

ჯარში გაწვევის უწყება საიტზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას “პუბლიკა” მთავრობის მიერ სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესში შეტანილ ცვლილებებზე დაყრდნობით ავრცელებს.  საქართველოს მთავრობის №422 დადგენილება 2026 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება. ცვლილების მიხედვით, თუ წვევამდელთან შეტყობინების ან უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით […]

Continue Reading

დოლარმა და ევრომ მოიმატა – ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0424 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0333 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

„იგლ ჰილსი“ თბილისში 21-22 ათას მაცხოვრებელზე გათვლილ 2 729 ვილა/თაუნჰაუსს და 3 767 მრავალბინიან სახლს ააშენებს – სავარაუდო ინვესტიცია 3.4 მლრდ დოლარია

შპს „იგლ ჰილს საქართველომ“ ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილის განაშენიანების გეგმა – კონცეფცია უკვე შეიმუშავა და წარადგინა. უფრო კონკრეტულად კი, პროექტის განხორციელება სოფელ ფონიჭალას მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე იგეგმება. როგორც გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, შემოთავაზებული განვითარება მიზნად ისახავს, შეიქმნას მყუდრო, ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანება. პროექტი […]

Continue Reading

ღარიბაშვილი საზოგადოებას წერილებს არ მოაკლებს – ადვოკატი

“ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარია. კომუნიკაციის ერთადერთი ფორმა მისთვის წერილებია და ამას არ მოაკლებს საზოგადოებას”, – ასე უპასუხა დღეს tv “პირველის” ჟურნალისტის კითხვას ყოფილი პრემიერის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა. მისი ინფორმაციით, უახლოეს საათებში, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდება, სადაც ის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე ისაუბრებს. ჟურნალისტის კითხვაზე – შეეწირა თუ არა მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, სადაც ისიც იყო ნახსენები, ადვოკატმა […]

Continue Reading

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი – გია ვოლსკი

არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, სწორედ მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის „მთავარია ნდობის მშენებლობის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს“. „არავითარი წინაპირობა, საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ […]

Continue Reading

სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენ

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ. როგორც „ინტერპრენიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო სამსახური ჩართულია და გოგონას ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის გოგო სვანეთში ნაქირავები ავტომობილით მარტო მოგზაურობდა. ასევე, ვრცელდება ცნობები, რომ მისი ავტომობილი ჭალაადის მყინვართან იპოვეს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

როგორც ჩანს, ჩაშვებების სერია დაიწყო – შარაშიძე ღარიბაშვილზე

როგორც ჩანს, ჩაშვებების სერია დაიწყო და ახლა უნდა ვუყუროთ პროცესს, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები დაბეზღებაში და ჩაშვებაში? როგორც ჩანს, ეს პროცესია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მომდევნო წერილის შინაარსის მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მდგომარეობა გამოიყენოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის, მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას […]

Continue Reading