აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს, ხმაური იყო – მათსა და საბჭოს წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, ხმაურია. უმაღლესი საბჭოს შესასვლელთან სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ რუდიკ ცატავას შორის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათგან პასუხს ითხოვენ, თუ რატომ შედის ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი. რუდიკ ცატავამ პოლიტიკოსებს უთხრა, […]

Continue Reading

იწყება მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, იწყება მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი. “იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი.ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (11, 12 და 13 […]

Continue Reading

ეროვნული კინოცენტრი „ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ წარადგენს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე („ოსკარი“) ქვეყნის სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ წარადგენს. ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ხუთი ფილმი მონაწილეობდა: „მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. პროდიუსერი შპს „ვაგონეტი“; „ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი შპს NB STUDIO; „გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, პროდიუსერი […]

Continue Reading

ერევანი რუსეთის სამხედრო ბაზის სომხეთში ყოფნას სასიცოცხლოდ აუცილებლად არ მიიჩნევს

„თუ რუსეთი გადაწყვეტს ბაზის სომხეთიდან გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით“. „თუ ისინი გამოთქვამენ დარჩენის სურვილს, ჩვენ მზად ვართ ამაზეც ვისაუბროთ. თუმცა, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ასეთი საკითხი“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, ბიშკეკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სომხეთში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ყოფნა არ განხილულა. „სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით არანაირი განხილვა […]

Continue Reading

“გიორგი ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სადღაც თხუტმეთეულში იმყოფება. ეს ბიტკოინები რომ შერჩენოდა, უპირობოდ ნომერ მეორე იქნებოდა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ამერიკაში 51 მილიონ დოლარად ვილის გაყიდვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.მისი აზრით, ამ ისტორიის განხილვისას, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან (დაჭერებთან) კონტექსტში, ადვილად მივხვდებით, რა ტიპის მაფიოზური სისტემა ყალიბდება ქვეყანაში. „ნიუ-იორკ პოსტის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა ამერიკაში თავისი ვილა, 51,5 მილიონ დოლარად გაყიდა. მოდით, ეს […]

Continue Reading

ქართველ ემიგრანტზე სექსუალურად იძალადეს – დაკავებულია 40 წლის მამაკაცი

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ქართველ ემიგრანტზე სექსუალურად იძალადეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ მედიაში. ბრალდებული, 40 წლის მაროკოელი კაცი, დაკავებულია. შემზარავი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძეც წერს და ემიგრანტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „საშინელებაა, რაც ნეაპოლში 28 წლის ქართველ გოგოს დაემართა 31 აგვისტოს. გოგო შოკურ მდგომარეობაშია. მოძალადე მაროკოელი ემიგრანტია, რომელიც დაიჭირეს, მაგრამ… […]

Continue Reading

რუს ტურისტებში საქართველოზე მოთხოვნა 25 %-ით გაიზარდა – გაიაფებისა და კურორტების დატვირთვის შემცირების ფონზე საგზურები ისევ იყიდება

რუსი ტურისტების მოთხოვნამ საქართველოში ზაფხულის დასვენებაზე მნიშვნელოვნად გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებლებს და საგზურების გაყიდვების საშუალო ზრდამ 25% შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ATOR-ის განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს. წამყვანი ტურისტული კომპანიების შემაჯამებელი მონაცემებით, 2026 წლის ზაფხულის სეზონი წინა სეზონზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო ბაზრის ცალკეულ მონაწილეებს ჯავშნების რაოდენობა წლიურად 2-4-ჯერ გაეზარდათ. ასოციაციაში […]

Continue Reading

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პოლიტიკოსები გამოკითხვაზე დაიბარეს – რას აცხადებენ დაბარებულები – პოზიციები

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება – ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან […]

Continue Reading

თევზეული 18.1%-ით, ხორცპროდუქტები 9.8%-ით, პური 7.1%-ით გაძვირდა – როგორი იყო აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელი

2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.6 პროცენტით განისაზღვრა. […]

Continue Reading

მოსკოვის აეროპორტებში, უკრაინის განცხადებების შედეგად, 120 რეისი გადაიდო

მოსკოვზე დრონით თავდასხმის გამო ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებში 120-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრთხილად, მოსკოვი“ ავრცელებს. გამოცემის გათვლებით, მოსკოვის ორ აეროპორტში განრიგის ცვლილებებმა გავლენა მოახდინა თითქმის 40 გამავალ და 80-ზე მეტ შემომავალ რეისზე. მგზავრები უკვე რამდენიმე თვითმფრინავში იყვნენ ასულები, რის შემდეგაც, ადგილობრივი დროით 22:27 საათზე, შერემეტიევოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში „ხალიჩის“ გეგმა […]

Continue Reading