სასწავლებელი თბილისში ეგონათ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს – რას ითხოვენ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები

სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აცხადებს, რომ მხოლოდ ჩაბარების შემდეგ გაიგეს, სად მდებარეობდა ეს უნივერსიტეტი – მათ სასწავლებელი თბილისში ეგონათ, მაშინ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისში გეგმავდნენ და არ უნდათ, ან არ შეუძლიათ საცხოვრებლად შუახევში გადასვლა. მათი მშობლები აქცენტს აკეთებენ […]

Continue Reading

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი ამბობს, რომ პროტესტში მონაწილეობის გამო საქართველოში არ შემოუშვეს

გერმანიის მოქალაქე ქართველი მსახიობი, ბექა ბედიანაშვილი ამბობს, რომ ანტისახელისუფლებო პროტესტში მონაწილეობის გამო საქართველოში არ შემოუშვეს. ბედიანაშვილის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, რომ ერთი წლის წინ რუსთაველზე ყოფნის გამო ჯარიმა აქვს გადასახდელი – “თავიდან 1000 მითხრეს, მერე 5000, თუ არ გადაიხდით, ვერ შეხვალთო. თუ გადაიხდით, სავარაუდოდ, მაინც ვერ შეხვალთო”. ახალგაზრდა კაცი, რომელიც აეროპორტიდან უკან გერმანიაში გააბრუნეს, […]

Continue Reading

რომ არ გვცოდნოდა რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ სააკაშვილის ან კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია – “ქართული ოცნება”

ჩვენი გუნდის ყოფილი ერთ-ერთი ლიდერის ასეთ დონეზე დაცემა ძალიან სამწუხაროა – რომ არ გვცოდნოდა რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილის სახით „მორიგი ბოდვა ვიხილეთ“ და „ამ ზღაპრების […]

Continue Reading

დაურ ბუავას ოჯახი ნარკოტიკების ვერსიას გამორიცხავს

დაურ ბუავას ოჯახი ნარკოტიკების ვერსიას გამორიცხავს. დედა ამბობს, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და მასზე “ცუდს” ვერ მიიღებს. “მე მყავდა კარგად აღზრდილი შვილი, მასზე ცუდს ვერავინ იტყვის – სუფთა, კეთილი გულის, ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობდა. ვერ მივიღებ მასზე ცუდს, ნურავინ იტყვის”, – ამბობს დაურ ბუავას დედა. დაურ ბუავას მამის თქმით, ოჯახის მთავარი საზრუნავი შვილის […]

Continue Reading

ანა წითლიძე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი საკუთარი შვილების განათლებაში იხდის ასი ათასობით ლარს მაშინ, როდესაც ქვეყანაში სასწავლო წელი იწყება ასეთი სტატისტიკით – სკოლებში, ბავშვების 35% შიმშილობს

სტატისტიკის მიხედვით, სკოლებში, ბავშვების 35% შიმშილობს – ირაკლი კობახიძემ კი შვილების განათლებაში დახარჯა 72 000 ლარი; ნინო წილოსანმა 26 000 ლარი; გელა გელაძემ 145 000 ლარი; დავით სონღულაშვილმა 60 000 ლარი; ირაკლი ჩიქოვანმა შვილების განათლებაში დახარჯა 20 000 ლარი. ადამიანი, რომელიც ამ შენობაში ზის და საკუთარ თავს განათლების მინისტრს ეძახის, დაკავებულია იმით, რომ გურიაში სახლი აიშენოს,- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა […]

Continue Reading

ომბუდსმენი – ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობის პირობებზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ღარიბაშვილთან მან ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. „ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს, მათ […]

Continue Reading

თუ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – გიორგი შარაშიძე

თუ ახლა, ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, ის სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძე მკაცრად იქნებიან გასამართლებულები და დასჯილები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ღარიბაშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ბინძურ, მოღალატე, კორუმპირებულ და ყველაფრის მკადრებელ პარტიად […]

Continue Reading

ვლადიმერ პუტინი – თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ხვალვე გავალთ

რუსეთი სომხეთიდან, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე გავა, თუ ერევანი სამხედრო ბაზას არასაჭიროდ ჩათვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს”, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის […]

Continue Reading

შეუძლია მეხის გავარდნის ფუნქცია შეასრულოს – თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ინტერნეტგამოცემა “bm.ge”-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იცის ძალიან ბევრი რამ; იცის სიმართლე ბევრ საკითხზე, ბევრი რამის თანამონაწილე თავადაც იყო. მისივე თქმით, მას შეუძლია მეხის გავარდნის ფუნქცია შეასრულოს. “ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იცის ძალიან ბევრი რამ; იცის სიმართლე ბევრ საკითხზე, ბევრი რამის თანამონაწილე თავადაც […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში“ – ამის შესახებ წერია თამაზ ელიზბარაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.  გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ თავდაპირველად ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით კი ბიზნესმენი სამმართველოში გადაიყვანა. შსს-ის ცნობით, ის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება […]

Continue Reading