თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. „ყოველწლიურად, პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე. პლატფორმა მუშაობს ისეთ თემებზე, რომლებიც მაღალი დონის […]

Continue Reading

ადვოკატი – ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას – ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ხდება ის, რაც მისთვის გამოგზავნილ წერილში წერია?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრემიერი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. „დღეს წარედგინა ბრალი, ბრიფინგზე როგორც გაცხადდა. ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება. მან ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოუწერა. არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას. მისი წერილების გამოქვეყნების […]

Continue Reading

მინისტრი – მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ – ტელეფონების შეზღუდვა ხდება მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის დროს

ჩემი ინფორმაციით, მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესანახ ყუთებს სკოლები ინდივიდუალურად იძენენ და მათი განთავსების ადგილსაც თავად არჩევენ. “ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე ეს ყუთები შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე. ეს არ არის ტელეფონის მიტანის აკრძალვა, როგორც ამას ავრცელებდნენ. ასევე, […]

Continue Reading

თუ არ აჯანყდები, ატკინე მაინც. თუ ვერ დაამარცხებ, დაასუსტე მაინც – გვარამია ღარიბაშვილს მიმართავს

ვის უფრთხილდები და რას ელოდები? შენს შვილებს გაუფრთხილდი და ის მაინც დაანახვე, რომ წინააღმდეგობას სწევ. ბოლობოლო, შური მაინც იძიე. ოპოზიცონერი პოლიტიკოსი ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და მოუწოდებს, მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნება მისი მონა. “არ ამხელ ბიძინა ივანიშვილს და არ მოყვები მისი დანაშაულების შესახებ და მარტო შენი ისტორიებით გაერთობა ერი, ბოლომდე მასხარად […]

Continue Reading

ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, მაჭახელას ქუჩის პირველ შესახვევში, ნახევარფაბრიკატების საწარმო შემოწმდა, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, შპს „აი გემო“ ნახევარფაბრიკატების წარმოებასა და რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა. ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა წარმოებისა და შენახვის პროცესში, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი კი […]

Continue Reading

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს

სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აზრი მაშინ ექნება, როდესაც ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ განაცხადს შესაბამისი პასუხები მოჰყვება. „ამ კითხვებზე პასუხის ქონა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცედურული თვალსაზრისით, არამედ […]

Continue Reading

არჩილ გორდულაძე – როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო

უმძიმესია, როდესაც საუბარი გვაქვს უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერსა და პრემიერ-მინისტრზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კორუფციულ დანაშაულში პირდაპირ იყო ჩართული – ყველას ნათქვამი, იქნება ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თუ კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში პოლიტიკა შეიტანონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განუცხადა. გორდულაძის შეფასებით, სწორედ ამ დანაშაულის […]

Continue Reading

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა – პოლონეთის შსს

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე ვრცელდება. სამინისტროს მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში პოლონეთიდან უცხოელი მოქალაქეების დეპორტაციის რაოდენობა 330%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2023 წელს პოლონეთიდან 3 000 უცხოელი გააძევეს, ხოლო 2025 წელს […]

Continue Reading

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული

„ქართული ოცნება“ არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მშვიდობის სახელით ქვეყანას უბედურება მოუტანა, უბედურებაა ის კორუფცია, რა კორუფციაშიც ჩაახრჩო ქვეყანა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება კლანური ინტერესებიდან გამომდინარე სამართლის გამოყენება ზეწოლისთვის და „ამ […]

Continue Reading

პირველკლასელების სასკოლო ფორმების შეძენა 1-ელი სექტემბრიდან ონლაინაც იქნება შესაძლებელი

პირველკლასელების მშობლები სასკოლო ფორმების შეძენას პირველი სექტემბრიდან სპეციალური ონლაინპლატფორმის საშუალებითაც შეძლებენ. ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ისე formebi.emis.ge-ზე, ონლაინ შეძენილი პროდუქტის მითითებულ მისამართზე მიწოდებას კი „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს. ახალი ელექტრონული პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს. “ელექტრონული პლატფორმა […]

Continue Reading