19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერიცვალებას დღესასწაულობს

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო მესამე წირვას მცხეთაში სამთავროს მონასტერში აღავლენს. ფერისცვალება 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. […]

Continue Reading

გურჯაანში რუსეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს. ექსპრემიერი აცხადებს, რომ მისი დაკავება ანტიკორუფციული კამპანიის საფარქვეშ დაგეგმილი “ბინძური პროვოკაციაა”, ხოლო ბრძოლის დაწყების მიზეზად მმართველი გუნდის მხრიდან „წითელი ხაზების“ გადაკვეთას ასახელებს. „საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, […]

Continue Reading

“აფხაზეთში მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საქართველოდან შესული ბენზინი არც გალში და არც სოხუმში არ დარჩენილა – პირდაპირ რუსეთში გავიდა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ამ დროის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში 680-მდე ტონა საწვავია შეტანილი. გოცირიძის ცნობით, აფხაზეთში მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საქართველოდან შესული ბენზინი არც გალში და არც სოხუმში არ დარჩენილა-პირდაპირ რუსეთში გავიდა “ხელისუფლების აღიარებით, აფხაზეთში 680 ტონა საწვავი შეუტანიათ. როგორც მიმწოდებელი ფირმის […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე – ეგ არ ამბობდა, თუ სააკაშვილი არ გაჩერდება, ახალ სასჯელებს დავუმატებთო? – კარმა ოხერი რამაა

ეგ არ ამბობდა, თუ სააკაშვილი არ გაჩერდება ახალ სასჯელებს დავუმატებთო? ახლა იგივე შემოუთვალა პატრონა მას და მანაც უცებ აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი „ბოროტი“, „სასტიკი“ და „მჩაგვრელი“ ყოფილა. კარმა ოხერი რამაა, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილს. „ნახეთ რა მომხდარა – ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი ფიქრობს როგორ დააშოშმინოს […]

Continue Reading

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  ახალი რეგულაციები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულებით მიიღეს.  მედიის ცნობით, მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად არალეგალური მიგრაციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს.  თითოეული წარდგენილი განაცხადისთვის შესაბამისი ორგანოები ყურადღებით შეისწავლიან უცხოელისთვის დამახასიათებელ მიგრაციის რისკ-ფაქტორებს. როგორც ცნობილია, ისინი, […]

Continue Reading

ყველაზე დიდი ახალი რუსული საკრუიზო ლაინერი საქართველოს პორტებშიც შემოვა

რუსეთში შავი ზღვის საერთაშორისო კრუიზებისთვის გიგანტური ლაინერის პროექტი შემუშავდა. ლაინერი რუსეთს, საქართველოს, თურქეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს შორის საკრუიზო ხაზებით მგზავრების გადასაყვანად არის განკუთვნილი. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ საკონსტრუქტორო ბიურო “ვიმპელის“ პრეზენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც პროექტის შემქმნელია. ლაინერი რუსეთის გემთმშენებლობის ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება. ამასთან, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, გემი ხმელთაშუა ზღვის პორტებში, მაგალითად, საბერძნეთში გაჩერებასაც შეძლებს. ბორტზე […]

Continue Reading

გრიგოლ გეგელია – თეთრი სახლის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო იმ სახელმწიფოთა ნუსხაშია, რომლებიც არ მოიაზრებიან სანდო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებად

თეთრი სახლის ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში იმ სახელმწიფოთა ნუსხაშია, რომლებიც არ მოიაზრებიან, როგორც სანდო პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც თეთრი სახლის ანგარიშს ეხმაურება. მისივე თქმით, თეთრი სახლის ეს ანგარიში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო და 30-ზე მეტი სახელმწიფო იმ […]

Continue Reading

ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველაფერი მოყვეს – ხატია დეკანოიძე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, ყველაფერი ილაპარაკოს. როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, ექს-პრემიერის შემთხვევა “ოცნების” ყველა წევრისთვის უნდა იყოს გაკვეთილი, “თუ როგორ ექცევა ივანიშვილი თავის ლოიალურ მსახურებს”. ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და ივანიშვილისადმი ლოიალურობა მთავრდება ასე. მე ვურჩევდი ყველას – “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, ღარიბაშვილის ეს წერილიც, შემდეგი წერილიც, ის განცხადებაც, რომელსაც ის ავრცელებს, ასევე მასაც ვურჩევდი […]

Continue Reading

გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი ამოძრავებდა. პრემიერის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი შევიდა. „ჩვენთან შეთანხმებული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. არსებობს საკანონმდებლო […]

Continue Reading