2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ? – დეპუტატი ლევან მაჭავარიანი გვარამიას ამომრჩევლებს

შეგახსენებთ, რომ ამ „უსამშობლო აგენტს“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ? – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ -ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას ყარაბაღთან დაკავშირებით დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს „აფხაზეთთან პარალელად […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 17 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 აგვისტოს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი […]

Continue Reading

ამჯერად მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დააკავეს – ერთი კვირის განმავლობაში მას თავს ორჯერ დაესხნენ

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია. “აჭარა თაიმსის” ცნობით, ამის შესახებ მისი ადვოკატი აცხადებს. „დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში. ამ დროისათვის ვარკვევთ, თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული კობა ფარტენაძე. ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში. საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა […]

Continue Reading

17 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 აგვისტოს შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანეს, იამბლიხოსის, მარტინიანეს, იოანეს, დიონისეს, ექსაკუსტოდიანეს და ანტონინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. შვიდი ეფესელი ყრმა სულ სამი წელი განაგებდა რომის იმპერიას დეკიუსი, მაგრამ მრავალი ქრისტიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთხელ იმპერატორი კართაგენიდან ეფესოში ჩავიდა, ქალაქის შუაგულში კერპები აღმართა და მსხვერპლი შესწირა, ორიოდე დღის შემდეგ კი მისი ბრძანებით ყველა ქრისტიანს მოუყარეს […]

Continue Reading

სოფელი მარტოხელა ქალებისთვის – სად მდებარეობს და რა ღირს იქ ცხოვრება

ამერიკელმა პენსიონერმა სოფელი „ჩიტის ბუდე“ ააშენა და საცხოვრებლებს მხოლოდ მარტოხელა ქალებზე აქირავებს. „პატარა საოჯახო თემმა მედიის ყურადღება მიიპყრო ქალებისთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო საცხოვრებლის შეთავაზებით წყნარ ადგილას. თვეში მხოლოდ 450 დოლარად, დამფუძნებელი რობინ იერიანი მცხოვრებლებს არა მხოლოდ ფინანსურ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სთავაზობს, არამედ მჭიდრო საზოგადოებასაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში. აღნიშნულია, რომ მან საპენსიო ანგარიშიდან 35,000 დოლარი გამოიყენა […]

Continue Reading

გურჯაანის მუნიციპალიტეტში დიდი რაოდენობით მოსავალი ნაგავსაყრელზე გადაყარეს

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადგილობრივებმა დიდი რაოდენობით ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს. ამის შესახებ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში სოფლის მცხოვრები და აქტივისტი უჩა ქემაშვილი ავრცელებს. ვიდეოს ავტორის თქმით, ადგილობრივი ფერმერები მოწეული მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ, რის გამოც იძულებულები გახდნენ, პროდუქცია ხევის პირას, ნაგავსაყრელზე დაეტოვებინათ. მისივე განმარტებით, ხილის ნაწილი პირდაპირ ყუთებითაა გადაყრილი. „მთები აყენია გადაყრილი ატმის. ხედავთ თქვენ, […]

Continue Reading

“ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა: ხომ არ შედიოდა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში სხვა სახის საქონელიც?” – რომან გოცირიძე

ღამით ხელისუფლების მანქანების ესკორტით 35-ტონიანი საწვამზიდების ენგურის ხიდამდე მიცილება და დაუყოვნებლივ გატარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს ფაქტს, რაც აშკარა იყო-რუსეთს საქართველოს ხელისუფლება მაშველ რგოლად იყენებს, – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდებას „სპეცოპერაციას“ უწოდებს, რომელიც „ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით”. რაც შეეხება საწვავის მიწოდების მონაწილეს კომპანია […]

Continue Reading

დააკავეს პირები, რომლებმაც მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. როგორც უწყება იტყობინება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ. “დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო […]

Continue Reading

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 16 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტეს […]

Continue Reading