რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზოუკვლოდ საქართველოში: ექვსი თვის სტატისტიკა

საქართველოში 2026 წლის 1-ელი ივლისისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულად 1.017ადამიანია დაფიქსირებული, აქედან 16 მათგანი 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში დაიკარგა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში. უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძირითადი ნაწილი, რომელთა აღრიცხვასაც შსს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აწარმოებს, მამაკაცია. რაც შეეხება 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, წლის დასაწყისიდან საქართველოში 41 ადამიანი გაუჩინარდა, ნაპოვნია მხოლოდ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 4 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს […]

Continue Reading

4 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 აგვისტოს მენელსაცხებლე მოციქულთა სწორ მარიამ მაგდალენელს იხსენიებს და მღვდელმოწამე ფოკას ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს.ათთან 13-თა მოწამეთა, ასევე მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი, […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი ნავთობკომპანიებს საწვავის ფასების შემცირებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ნავთობკომპანიებს, რომ ამერიკელი მომხმარებლებისთვის საწვავის ფასები შეამცირონ. ამასთან, ტრამპმა ამერიკული ნავთობკომპანია Chevron-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი მაიკ უირთი გააკრიტიკა. „Chevron-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ უირთმა, შესანიშნავ მარია ბარტირომოსთან ინტერვიუში ისაუბრა ყველა იმ მიზეზზე, რის გამოც მისი კომპანია ასე წარმატებულია. ერთადერთი, რაც მან გამოტოვა, არის ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გენიალურობის, […]

Continue Reading

ევროპის ქვეყნები გაქრობისკენ მიმავალ გზაზე არიან – ილონ მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ რეკორდულად დაბალი შობადობის გამო, მსოფლიო ეკონომიკები გაქრობის პირასაა. „ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 21-ში სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს და ეს ქვეყნები გაქრობისკენ მიმავალ გზაზე არიან“ – დაწერა მასკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და ცალკეულმა სახელმწიფოებმა უნდა დაიბრუნონ სუვერენიტეტი, რათა მათმა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ თავიანთი ხალხი. პოსტში […]

Continue Reading

სტუდია „მონიტორის“ ფეისბუქ-გვერდი წაიშალა

საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუქ-გვერდი წაიშალა. “ფეისბუქის” მფლობელი კორპორაცია „მეტა“ მათ „საავტორო უფლებების დარღვევას“ ედავება. საგამოძიებო სტუდიის გამგეობის თავმჯდომარე და რედაქტორი ნინო ზურიაშვილი ყველა შემოტევას ბოლო ჟურნალისტური გამოძიების შინაარსს უკავშირებს.  “ეს არის კიდევ მესამე შემოტევა, ვფიქრობ, ყველა ეს შემოტევა უკავშირდება ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შინაარსს და ეს ადამიანები, ვისაც ეხება, ახალი მეთოდები ისწავლეს ჩვენთან ბრძოლის და […]

Continue Reading

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 4 აგვისტოდან ერთი აშშ დოლარი – 2.6259, ევრო – 3.0239, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5323 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6259, ევრო – 3.0206, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5308 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 4 აგვისტოს […]

Continue Reading

ამერიკის საელჩოს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ შექმნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში ერთ-ერთი მთავარი იყო, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას და სიცრუის ტირაჟირებას. „რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში […]

Continue Reading

რუსული აკრძალვის გამო, სომხეთი თევზის ექსპორტის საქართველოში დაწყებას გეგმავს

სომხეთი საქართველოში თევზის ექსპორტის დაწყებას გეგმავს. Caspianpost.com-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები საქართველოსთან თევზის პროდუქტების მიწოდების დასაწყებად უკვე მზად არის. მათივე ცნობით, საელჩომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიზნით, თანამშრომლობას გააგრძელებს. სომხეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება „როსელხოზნადზორის“ მიერ სომხური პროდუქციის, მათ შორის თევზის იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება. რუსეთი სომხეთიდან სხვადასხვა პროდუქტის იმპორტს თანმიმდევრულად მაისის ბოლოდან კრძალავს. ბოლო […]

Continue Reading

„დოიჩე ველემ“ ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ დღეს Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა, რომლის გაფართოებაც მოგვიანებით სხვა პლატფორმებზეც იგეგმება. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დოიჩე ველეს“(DW) ქართული პროგრამის გვერდზე. ჩვენთან გაეცნობით მრავალფეროვან ამბებს საქართველოდან, ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე, მიიღებთ სანდო, ობიექტურ და დროულ ინფორმაციას აქტუალური თემების შესახებ“, – აღნიშნულია მაუწყებლის განცხადებაში. აღნიშნული ინიციატივა „ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ (European Information Shield Initiative) ნაწილია, რომელსაც DW და FMM […]

Continue Reading