გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ

15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის კვალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. როგორც სოციალურ ქსელში წერდნენ, 15 წლის მოზარდი ბოლოს საირმის ქუჩაზე დააფიქსირეს. შსს-ს გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გა­მო­ძი­ე­ბა სსსკ-ის115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვანს გუ­ლის­ხმობს.

Continue Reading

რუსეთი დაემუქრა სომხეთს ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით ევროკავშირთან დაახლოების გამო

რუსეთის ხელისუფლება ერევანს დაემუქრა ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ბრილიანტების მიწოდების შესახებ შეთანხმების ცალმხრივი შეჩერებით, ან დენონსაციით, თუ სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას. ამას მოწმობს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი ცივილევის, წერილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსადმი, იტყობინება „უკრინფორმი“ The Moscow Times-ზე დაყრდნობით. „სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთქმედების გაღრმავების შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოცხადებული სურვილი […]

Continue Reading

იწყება სიონის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. მისივე განმარტებით, ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს წარმოადგენს. „არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის აღნიშნულ ნაწილს. სატენდერო […]

Continue Reading

კახა კალაძემ მეტრო “ავლაბარში” მომხდარზე აუდიტის სამსახურს მოკვლევა დაავალა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყლის ჩასვლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მეტროსადგურში ისევე წვიმდა, როგორც გარეთ. მან აუდიტის სამსახურს, ასევე მოადგილეებს დაავალა, მომხდარზე მოკვლევა დაიწყოს. კალაძის თქმით, არ იცის, ვისი ბრალია: კომპანიის, მიმღების, თუ ზედამხედველის. “ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს ყველას გვაზიანებს! პირადად, მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, საუბრობს ყველა მერიაზე, […]

Continue Reading

შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანეთ – რაზე ისაუბრეს რუბიომ და მირზოიანმა

„ტრამპის გზის“ პროექტი სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის გზას ხსნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რუბიოს თქმით, მისთვის პატივი იყო TRIPP („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. „ეს ისტორიული ნაბიჯია. სომხეთისა და რეგიონისთვის ეს მშვიდობისკენ მიმავალი გზაა“, […]

Continue Reading

პოლიციამ „ოპოზიციურ ალიანსს“ სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქცია რუსთაველის გამზირზე არ შეატანინა

პოლიციამ „ოპოზიციურ ალიანსს“ სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციის რუსთაველის გამზირზე შეტანის უფლება არ მისცა.  “ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს, გოგა მემანიშვილს მიმართა, რომ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სრულად დასრულდებოდა და მოქალაქეები რუსთაველის გამზირს დატოვებდნენ, ოპოზიცია პარლამენტის წინ სცენისთვის საჭირო კონსტრუქციებს განათავსებდა. გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ […]

Continue Reading

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან პირდაპირ გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს 18-19 ივნისამდე – მედია

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან პირდაპირ გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს ევროპის საბჭოს შემდეგი სამიტის წინ, რომელიც 18-19 ივნისს გაიმართება, იტყობინება Euractiv ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. „დედაქალაქები კვლავ იმედოვნებენ, რომ დაამტკიცებენ, მინიმუმ, ერთი მოლაპარაკების ჯგუფის გახსნას – კიევის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პირველ ოფიციალურ ნაბიჯს – ევროპის საბჭოს სამიტამდე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება“, – ნათქვამია სტატიაში. აღნიშნავენ, რომ ახლა […]

Continue Reading

შიო III – ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა და ზნეობრივი ცხოვრება

თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები, თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრება, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას მომავალ თაობას მიმართა. შიო […]

Continue Reading

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ყოველი წლის 26 მაისს აღნიშნავს. სწორედ 1918 წლის 26 მაისს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო „დამოუკიდებლობის აქტი“. ამით დასრულდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის 117-წლიანი პერიოდი (რაც 1801 წელს ანექსიით დაიწყო) და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. წელსაც წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. წვევამდელებმა ფიცი დადეს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ […]

Continue Reading

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი საქართველოში გუშინ, 24 მაისს ჩამოვიდნენ და ქვეყანაში 29 მაისამდე დარჩებიან. დღის განმავლობაში მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ […]

Continue Reading