საქართველო შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების „სატესტო შემთხვევა“ გახდეს – რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ საქართველომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად პრაქტიკულად არაფერი გააკეთა. ამის შესახებ მან “პირველებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუშ ისაუბრა. მისი შეფასებით, 11 ივნისის შეხვედრა საქართველოსთვის „ბოლო გაფრთხილების“ ხასიათს ატარებს, ხოლო თუ თბილისი პოზიციას არ შეცვლის, მომავალში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც რეალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს. […]

Continue Reading

19 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა! – სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა?

წყალტუბოში 19 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო იმერეთი“ ავრცელებს და წერს, რომ ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

Continue Reading

ევროკომისიის პრესსპიკერი უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს – როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. […]

Continue Reading

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა, 19 დაღუპული და 134 დაშავებული

ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ ფილიპინებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა. Associated Press, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, 200-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე შვიდი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე გენერალ სანტოსის ქალაქში ორ ათეულზე მეტი სახლი დაინგრა, რომელთაგან ბევრი კომერციული […]

Continue Reading

სადაზღვევო კომპანიები მოგებას ითვლიან – ვინ რამდენი მილიონი დააგროვა

მიმდინარე წლის 3 თვეში, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია წლიურად15%-ით, ხოლო წმინდა მოგება 19.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში, კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 521 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი – 453 მლნ […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი იერუსალიმის პატრიარქს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლად განიხილავს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის პატრიარქს, თეოფილე III-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შესაძლო შუამავლის პოზიციაზე განიხილავს – წერს Ynet. თეთრ სახლში გასულ ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმირებული წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის იდეას, რომ ის რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი გახდეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებში. სხვა საკითხებთან ერთად, პატრიარქზე […]

Continue Reading

დაჭრილი პატრული შს მინისტრმა მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლევან მაისურაძესთან ერთად, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა. მინისტრმა ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო, დაშავებულ პოლიციელს გამოჯანმრთელება უსურვა და გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა. პატრულ-ინსპექტორს პატრულირებისას დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. მერაბ ქავთარაძემ და პოლიციის მაიორმა გიორგი […]

Continue Reading

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა გადადგა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ძამბოლატ ტადტაევმა გადადგომის შესახებ განცხადება დეფაქტო პრეზიდენტის თანდასწრებით გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ალან გაგლოევმა მისი გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის. ახალი “პრემიერ-მინისტრის” არჩევამდე, მოვალეობის შემსრულებელი პირველი მოადგილე კონსტანტინე ჯიოევი იქნება. “რესპუბლიკის მთავრობა სრულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გააგრძელებს ფუნქციონირებას მანამ, სანამ ახალი პრემიერ-მინისტრი პარლამენტი არ დაამტკიცებს” – […]

Continue Reading

დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა – გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9-10 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 11 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის […]

Continue Reading

არავის აქვს ვალდებულება, რაიმე კითხვას უპასუხოს – პაპუაშვილი ჟურნალისტებს

ეს არის კარგი წესი და სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი მზად იყოს ჟურნალისტის კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ ასეთი ვალდებულება არ არსებობს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი რომ არ დაარღვიოს ცოტა ხანში ასამოქმედებელი ეთიკის პრინციპები, როდესაც ზოგიერთი დეპუტატი კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს, რათა მომავალში პარლამენტში აკრედიტაცია არ შეეზღუდოს. „არავის აქვს […]

Continue Reading