ზელენსკიმ აბრამოვიჩი გამოიყენა პუტინისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეტყობინების გადასაცემად – მედია

„ფაინენშლ თაიმსის“ ცნობით, ზელენსკიმ აბრამოვიჩი გამოიყენა პუტინისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ შეტყობინების გადასაცემად.წყაროების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა მაისში, „ჩელსის“ ყოფილი მფლობელი კიევში მიიწვია, რითაც უშედეგოდ სცადა ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა.წყაროების თანახმად, ზელენსკიმ აბრამოვიჩს სთხოვა, რუსეთის პრეზიდენტისთვის გადაეცა პირველი ორმხრივი სამიტისთვის შეხვედრის მზადყოფნის შეტყობინება. წყაროების ცნობით, უკრაინას სურდა რუსეთთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი თავისი სერიოზულობის დემონსტრირება, მიუხედავად […]

Continue Reading

ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის. დავფიქრდეთ ამაზე! – პატრიარქის დღევანდელი ქადაგება

დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა სულთმოფენობიდან პირველ კვირას მორწმუნეებს მიმართა, თუ რატომ დაადგინა წმინდა ეკლესიამ ეს დღესასწაული, პატრიარქის თქმით, ეკლესიას სურს, […]

Continue Reading

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მოქალაქეს და პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. როგორც უწყება განმარტავს, დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს და ახლა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, […]

Continue Reading

50 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 15 წლის მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 15 წლის მოზარდს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა 100 000-ლარიანი გირაოს შესახებ არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი მომდევნო ორი თვის განმავლობაში არასრულწლოვანთა დაწესებულებაში დარჩება. მეათეკლასელმა მოსწავლემ მოსამართლეს დეტალურად მოუყვა, როგორ აღმოჩნდა 50 წლის მამაკაცის ნაქირავებ ბინაში, როგორ აღუკვეთა მას კაცმა თავისუფლება, როგორ აყენებდა ფიზიკურ […]

Continue Reading

7 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივნისს წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნას აღნიშნავს, ეს თარიღი საეკლესიო კალენდარში ასევე არის აჭარაში თურქთაგან წამებულთა წმიდა მამათა და დედათა ხსენების დღეც. მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის ნათლისმცემლისა იოანესი როცა წმიდა იოანე ოქროპირი გადაასახლეს, კონსტანტინეპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს […]

Continue Reading

ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა ცენტრალურ ისრაელში სროლის შედეგად

ცენტრალური ისრაელის კოჩავ იაირის რაიონში, ბენზინგასამართ სადგურზე სროლა მოხდა. 35 წლის მამაკაცი დაიღუპა, ხუთი ადამიანი კი დაიჭრა. X-ში ეროვნული სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ორი მათგანი ჰოსპიტალიზებულია, მათი მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სამის – საშუალო სიმძიმის. The Times of Israel იუწყება, რომ სროლა დასავლეთ სანაპიროს გამყოფი ბარიერის მახლობლად, სამ ადგილას მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი […]

Continue Reading

„Georgian Airways“-ის თვითმფრინავმა თბილისში ავარიული დაშვება განახორციელა – მედია

ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის თვითმფრინავმა თბილისში ავარიული დაშვება განახორციელა. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს. “საქართველოს დედაქალაქიდან აფრენის შემდეგ, სალონში ჰერმეტულობა დაირღვა (დეპრესურიზაცია მოხდა). ყველა მგზავრის თავზე მდებარე სპეციალური პანელებიდან ჟანგბადის ნიღბები ავტომატურად ჩამოვარდა და თვითმფრინავი ძლიერად ირყეოდა. საბედნიეროდ, ყველა მგზავრი უვნებელია და არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი უკან, თბილისში დაბრუნდა და უსაფრთხოდ დაეშვა.” | წერს ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში მოქალაქე ია მოცარელა.

Continue Reading

გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი გარდაცვლილი იპოვეს – სად მოხდა ფაქტი და რას აცხადებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ბაქარ ბექაური დღეს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. გორის პოლიციის […]

Continue Reading

სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება – დღის ქრონიკა

სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მეცხრე მოწვევის შემადგენლობა უნდა განსაზღვრონ. 107-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელთაც, გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 32%-ის მხარდაჭერა აქვთ. „სამოქალაქო კონტრაქტის“ კონკურენტები პრორუსული პარტიები და ალიანსები არიან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანია, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაში […]

Continue Reading

დატოვეს თუ არა გორის ინციდენტში მონაწილე პოლიციელებმა საქართველო – რას აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს და უცხოეთში იმყოფებიან. უწყება ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან. კატეგორიულად ვაცხადებთ, […]

Continue Reading