დღეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დღეს დაიწყება. ტურნირი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება. თამაში მეხიკოში, ლეგენდარულ სტადიონ „აცტეკაზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი მუნდიალის გახსნის ცერემონია ჩატარდება. მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ისტორიაში პირველად, მუნდიალს ერთდროულად სამი ქვეყანა – აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს. ტურნირში ჩვეული 32 გუნდის ნაცვლად, 48 […]

Continue Reading

რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის წევრობა FIDE-მ დროებით შეაჩერა

საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციამ (FIDE) ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის მიერ სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. FIDE-ს რეგულაციებისა და „ინდივიდუალური მოჭადრაკეების უფლებებისა და ინტერესების დაცვისადმი ვალდებულების“ თანახმად, ორგანიზაცია მოთამაშეებს საერთაშორისო ჭადრაკის შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას მისცემს. სააგენტო TASS იუწყება, რომ მარტში CAS-მა ნაწილობრივ დააკმაყოფილა უკრაინის სააპელაციო საჩივარი რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის (RCF) წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილების […]

Continue Reading

აფეთქება მზეზე – საშიშია თუ არა ძლიერი მაგნიტური შტორმები 12-13 ივნისს

ხუთშაბათს დილით ადრე მომხდარი ხანგრძლივი მზის აფეთქება კორონარული ხვრელის ეფექტს გააძლიერებს. შედეგად, 12-13 ივნისს შესაძლებელია სუსტი G1 მაგნიტური შტორმები, იუწყება მზის ასტრონომიის ლაბორატორია. სპეციალისტების განმარტებით, 2026 წლის ივნისი მზის და გეომაგნიტური აქტივობის თვალსაზრისით შედარებით მშვიდი იყო, დარღვევები და შტორმები ათი დღიდან მხოლოდ ორში დაფიქსირდა. 12 და 13 ივნისის ორი დღე, სავარაუდოდ, „სტატისტიკას გააფუჭებს“. „კორონარული ხვრელის […]

Continue Reading

11 ივნისის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 ივნისს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების ხსენებას აღნიშნავს საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის მოწამე თეოდოსია ქალწულის, ტვირელის, ღირსმოწამისა თეოდოსია ქალწულის და წმიდა ალექსანდრეს, ალექსანდრიელი პატრიარქის ხსენების დღეც. ხსენება I მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას 325 წელს ამ კრების ხსენებას ეკლესია უძველესი დროიდან აღნიშნავს. უფალმა იესო ქრისტემ უდიდესი აღთქმა დაგვიდო: „აღვაშენო […]

Continue Reading

რუსთავში ფიზიკური დაპირისპირებისას მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა

რუსთავში ფიზიკური დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე მდებარე რესტორან „იმპერიაში“ დაწყებული სიტყვიერი კამათი მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა და მამაკაცებს შორის დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა სუპერმარკეტის მიმდებარედ ბეტონის საფარს თავი დაარტყა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მალევე მივიდა. ექიმებმა დაშავებულს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, […]

Continue Reading

ძალიან ამაყი ვარ, რომ მის ხელახალ არჩევას მხარი დავუჭირე – ტრამპი ფაშინიანს ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამაყია, რომ ფაშინიანის ხელახალ არჩევას მხარი დაუჭირა. „ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. ძალიან ამაყი ვარ, რომ მის ხელახალ არჩევას მხარი დავუჭირე და ეჭვი არ მეპარება, მისი ხელმძღვანელობით მშვენიერი ქვეყანა, სომხეთი მიაღწევს წარმატებისა და დიდების იმ დონეს, რაც ყველას […]

Continue Reading

კოსმოსურ ცივილიზაციებთან რომ გააფორმოს კონტრაქტი თანამშრომლობაზე და პარტნიორობაზე, მათ არაფერი უშველით – ნათელაშვილი ივანიშვილს და მის გუნდს მიმართავს

„კარგი ამბები მოდის ოკეანის იქიდან“ — ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის კონგრესში მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის საერთაშორისო კავშირებს ეხება. ამის შეასხებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ნათელაშვილის განცხადებით, კონგრესმა მხარი დაუჭირა ორ აქტს, რომლებიც “ქართული ოცნების” შესაძლო კავშირების შესწავლას ითვალისწინებს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან, ხოლო ეს […]

Continue Reading

ლარი დოლართან მიმართებით ისევ მყარდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6593 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6593 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0723 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0779 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას – კობახიძე კითხვაზე: როდის დატოვებს თანამდებობას

ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას: “როდის მოვა თანამდებობიდან მისი წასვლის დრო?” მისივე თქმით, ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს გუნდი. „ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს […]

Continue Reading

საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდა

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 8 პირს – ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს და თემურ ქურციკიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ყველა მათგანი დღეს, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა. რვავე პირს საპროცესო შეთანხმება 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა. […]

Continue Reading