სამუშაო ვიზების გაცემა წყდება ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის – რომელ ქვეყანაში წესდება აკრძალვა

უნგრეთის მთავრობა პარასკევიდან ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას შეწყვეტს – განაცხადა უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა და ამ გადაწყვეტილებას უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირების პროცესში პირველი ნაბიჯი უწოდა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის „ტიცას“ პარტიამ, რომელმაც 12 აპრილს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მემარჯვენე ლიდერის ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა, განაცხადა, რომ ივნისიდან შეწყვეტს […]

Continue Reading

ევროკავშირი მომავალ კვირას საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს – განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება – იოზვიაკი

ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. „მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, – წერს იოზვიაკი. მისი ინფორმაციით, ევროკომისია დეკემბერში წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, იანვარში კი წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

Continue Reading

აეროპორტში თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა – სად მოხდა ინციდენტი

ანკარის აეროპორტში Pegasus Airlines-ის თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი მგზავრის “ფაუერბანკი” გახდა, რომელიც მოულოდნელად აალდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. მედიის ინფორმაციით, დამტენს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც იყო დაკვამლიანება. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი იზმირში გასაფრენად ემზადებოდა და უკვე ასაფრენი ბილიკისკენ მიემართებოდა. შედეგად, ეკიპაჟმა სასწრაფოდ შეწყვიტა ფრენა, ხოლო მგზავრების საჩქარო ევაკუაცია გასაბერი ტრაპის […]

Continue Reading

აზოვის ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმას აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა და სამი დაშავდა

აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „როიტერს“ განუცხადა. ორივე გემზე სულ აზერბაიჯანის 25 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა სამინისტროს ცნობით, გემები აზერბაიჯანს არ ეკუთვნის. მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ მისმა დრონებმა ხუთი გემი მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებში, ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სანაპირო […]

Continue Reading

ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს ადასტურებენ შსს-შიც.  გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ახლობლები კორპუსში, სადაც გოგო და ბიჭი ცხოვრობდნენ, მას შემდეგ მივიდნენ, რაც არცერთი მათგანი კონტაქტზე არ გადიოდა.  ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კარი შეამტვრია და ცხედრები აღმოაჩინა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. “ტვპირველი”

Continue Reading

ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას – პაპუაშვილი ფრანგი მზვერავების გაწვევაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ფრანგული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია“ და აცხადებს, რომ მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს – ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას!  მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა და ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს. პაპუაშვილი ამბობს, […]

Continue Reading

რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა. გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია. გამოძიება სსსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Continue Reading

5 ივნისის ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი8-13 მ/წმ. […]

Continue Reading

მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი გონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს, – წერს „ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, სააკაშვილის დრო დიდი ხანია […]

Continue Reading

სერგეი ლავროვი – დასავლეთის მხრიდან იყო საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორების სრულიად აშკარა და ღია მცდელობა

დასავლეთს არასოდეს დაუმალავს, რომ სურს ჩვენს მეზობლებს რუსეთთან თანამშრომლობისგან მიღებული სარგებელი დააკარგვინოს და აიძულოს, გადაიხადონ იმ ავანტიურის საფასური, რომელსაც დასავლეთი ყოველთვის ამზადებდა და დღემდე ამზადებს – კერძოდ, რუსეთის დასუსტებისა და, უკეთეს შემთხვევაში, მისი დაშლის მიზნით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ამ კონტექსტში მან უკრაინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ […]

Continue Reading