“შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ საფლავის ღირსეული დაცვა” – რა ხდება ზვიად გამსახურდიას საფლავზე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, მამის, ზვიად გამსახურდიას საფლავზე დაფის განთავსების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მიაჩნია, რომ ეს ეროვნული მნიშვნელობის საფლავის ვანდალური ხელყოფა, ისტორიული პიროვნების სახელის დამახინჯება და მისი სექტანტურ კულტად ქცევის მცდელობაა. მისივე თქმით, აღნიშნული დაფა, რომელზეც წარწერილია “ელია”, მანანა არჩვაძის მითითებით დადეს. “ზვიად გამსახურდიას საფლავზე დაფის განთავსება წარწერით „ელია“ სრულიად მიუღებელია. დაფა […]

Continue Reading

112 – ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. ამის შესახებ 112-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-მა დილით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედიოდა. […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა|24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყება წერს, რომ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე მიიღებს მონაწილეობას „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში. გარდა ამისა, იგი დაესწრება ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიას, რომელიც მშვიდობის საკითხებს ეძღვნება. ვიზიტის ფარგლებში […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 20 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +4, +9°, დღისით +13, +18°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს […]

Continue Reading

20 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე სოზონტი წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს […]

Continue Reading

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა 21-ე სკოლაზე 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა 15-ში სასწავლო პროცესი მაინც გახსნეს – ტვ პირველი

21-ე საჯარო სკოლის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სკოლის შემოწმება 2025 წლის სექტემბერში მოითხოვეს, სამხარაულის ექსპერტები კი ადგილზე გასული წლის დეკემბერში მივიდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს დასკნის მომზადება, რომელიც, საბოლოოდ, 10 სექტემბერს გაიცა, მაგრამ ამის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესეი 15 სექტემბერს მაინც გახსნეს, 18-ში კი დახურეს. დასკვნა, რომელიც 9 თვე იწერებოდა, სულ […]

Continue Reading

“ინფორმაცია თითქოს ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. უწყების განმარტებით, ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. „გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად […]

Continue Reading

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – დემოგრაფი

დემოგრაფის, ლელა მენაბდისვილის განცხადებით, უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა. მისივე თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ და მისი თქმით, ეს დამოკიდებულება წლიდან წლამდე უარესდება. „შვილი ჩვენთვის აღარ არის ღირებული? – არა, და ახლავე აგიხსნით ამ პასუხს: 2026 წლის იანვარ-თებერვალში 120 დასაქმებული ქალი გამოვკითხე, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში არიან. სხვათაშორის მსგავსი […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება – მოთმინებით ამ მიზანს საბოლოდ აუცილებლად მივაღწევთ

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით, ამ მიზნის მიღწევა, საბოლოდ შესაძლებელი იქნება. „არც ერთი წამით არ გვავიწყდება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საბოლოოდ ჩვენი მთავარი მიზანია, […]

Continue Reading

ფიზიკური საფრთხის გამო ოპოზიციონერმა რუსმა პოლიტიკოსმა სომხეთში ვიზიტი გააუქმა

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა განაცხადა, რომ იძულებული გახდა სომხეთში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინა მას შემდეგ, რაც მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გაფრთხილება მიიღო. “დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ საქმე ფიზიკურ საფრთხეს ეხება. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის იგნორირება არ შემიძლია და იძულებული ვარ უსაფრთხოების პროტოკოლები დავიცვა. ამიტომ, ჩემი ვიზიტი სომხეთში გადაიდო და იქ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა გაუქმდა“, – განაცხადა […]

Continue Reading