“მე ვერ ვხედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ რაიმე საყვედურის სათქმელად” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი – საბავშვო ბაღების კიდევ რამდენი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო?
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ბავშვის მდგომარეობა გართულების რისკს არ შეიცავდა. „100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა იმ თვალსაზრისით, რომ მდგომარეობის გართულების რისკი ყოფილიყო მოსალოდნელი”,- განაცხადა სარჯველაძემ. […]
Continue Reading