“ინფორმაცია თითქოს ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. უწყების განმარტებით, ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. „გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად […]

Continue Reading

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – დემოგრაფი

დემოგრაფის, ლელა მენაბდისვილის განცხადებით, უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა. მისივე თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ და მისი თქმით, ეს დამოკიდებულება წლიდან წლამდე უარესდება. „შვილი ჩვენთვის აღარ არის ღირებული? – არა, და ახლავე აგიხსნით ამ პასუხს: 2026 წლის იანვარ-თებერვალში 120 დასაქმებული ქალი გამოვკითხე, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში არიან. სხვათაშორის მსგავსი […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება – მოთმინებით ამ მიზანს საბოლოდ აუცილებლად მივაღწევთ

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით, ამ მიზნის მიღწევა, საბოლოდ შესაძლებელი იქნება. „არც ერთი წამით არ გვავიწყდება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საბოლოოდ ჩვენი მთავარი მიზანია, […]

Continue Reading

ფიზიკური საფრთხის გამო ოპოზიციონერმა რუსმა პოლიტიკოსმა სომხეთში ვიზიტი გააუქმა

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა განაცხადა, რომ იძულებული გახდა სომხეთში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინა მას შემდეგ, რაც მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გაფრთხილება მიიღო. “დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ საქმე ფიზიკურ საფრთხეს ეხება. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის იგნორირება არ შემიძლია და იძულებული ვარ უსაფრთხოების პროტოკოლები დავიცვა. ამიტომ, ჩემი ვიზიტი სომხეთში გადაიდო და იქ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა გაუქმდა“, – განაცხადა […]

Continue Reading

“მე ვერ ვხედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ რაიმე საყვედურის სათქმელად” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი – საბავშვო ბაღების კიდევ რამდენი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო?

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ბავშვის მდგომარეობა გართულების რისკს არ შეიცავდა. „100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა იმ თვალსაზრისით, რომ მდგომარეობის გართულების რისკი ყოფილიყო მოსალოდნელი”,- განაცხადა სარჯველაძემ. […]

Continue Reading

ტრამპმა CNN-ის, MSNOW-ის და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აუქმებს CNN-ის, MS NOW-ის და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომას მისი ადმინისტრაციის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა. „სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუუქმებ თეთრ სახლში წვდომას მატყუარა CNN-ს, MS NOW-ს (რომელმაც ცოტა ხნის წინ შეიცვალა სახელი MSNBC-დან მაყურებლებისა […]

Continue Reading

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი ამოთხრილია, ეს საქართველოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს – საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობა

საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარე და შიდა საძირკველი ამოთხრილია – ფაქტს საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობა აპროტესტებს. მათი თქმით, ეს პროცესი აღმაშფოთებელია, რადგან სამუშაოები საქართველოს მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. საკმაოდ მძიმე დასანახია ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველებისთვის, საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობის გამო ხდება ის, რაც ხდება”- წერია საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. ქურმუხის […]

Continue Reading

საბავშვო ბაღებში პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის მოწოდებული ლაბორატორიული კვლევები – კახა კალაძე

„უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღების აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განმარტებით, თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება პრინციპულად მნიშვნელოვანია. „დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული ფაქტი, […]

Continue Reading

“რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა

თბილისში, მუხიანის რაიონში, ბაირამაშვილის ქუჩაზე მდებარე მულტიფუნქციური ცენტრი – “რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა – შესაბამისი ცვლილება ბიზნეს რეესტრში დღეს აისახა, რომლის მიხედვითაც კომპანია “ინდუსტრიული ქალაქმა”, რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას “აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიის” საკუთრებაში იყო, ობიექტი მიჰყიდა შპს “რადიო ქალაქს”, რომელიც 2026 წლის 6 აგვისტოს დაფუძნდა. ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “რადიო […]

Continue Reading

მარია ზახაროვა – ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი მოენატრათ

ქართველ და რუს ხალხებს ერთმანეთი მოენატრათ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ეკატერინბურგში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, საქართველოს დელეგაციას ამ პლატფორმაზე პირველად არ ხედავთ. დიახ, ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, თუმცა ამავდროულად, სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სფეროები აქტიურად ვითარდება. და ბოლოს, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სიტყვა „ალილუიას“, რადგან […]

Continue Reading