შსს-ს ინფორმაციით, თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მოქალაქეს და პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. როგორც უწყება განმარტავს, დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს და ახლა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, […]
Continue Reading