„ანალოგი არ აქვს საქართველოში“ – ქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა

დღის სიახლეები ეკონომიკა

ქვეშეთი-კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხადის ხეობაში ხიდის თაღის ორი ნაწილი შეერთდა. ხიდის საერთო სიგრძე 437 მეტრი იქნება, სიმაღლე ხეობის ფსკერიდან კი – 166 მეტრი.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ლესლი ბეარმან ლამთან, ბანკის მისიის წევრებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მინისტრის თქმით, ხიდი 2028 წლის ბოლოს გაიხსნება.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *