დღის სიახლეები

13 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივნისს მოციქული ერმის, 70-თაგანის, მოწამე ერმეიოსის და მოწამე ფილოსოფოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული ერმი – სამეოცდაათთაგანი წმიდა მოციქული ერმი – სამეოცდაათთაგანი (I) იყო ფილიპოპოლის ეპისკოპოსი. მას წმიდა პავლე მოციქული მოიხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,14). ქრისტეს აღსარებისათვის მოციქულმა მრავალი დევნა დაითმინა წარმართებისაგან. აღესრულა მშვიდობით. წმიდა მოწამე ერმეიოსი წმიდა მოწამე ერმეიოსი […]

პოლიტიკა

ქართულ მხარესთან ტექნიკური შეხვედრა შედგა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან – პრესსპიკერი

ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა კომენტარი გააკეთა  ბრიუსელში, საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ კომისიამ დეტალურად გადმოსცა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავრობას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ საკითხის შინაარსსა და შემდგომ  შესაძლო ნაბიჯებს. […]

ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტი დღეიდან ამოქმედდება

მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში დღეიდან ამოქმედდება. ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მაისში მიღებული პაქტით გადაიხედა ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ჩარჩო და ამჟამად ევროკავშირის მიგრაციისადმი ახალი მიდგომის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. „პირველად, ევროკავშირს აქვს მიგრაციისა და თავშესაფრის ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც მოიცავს გარე საზღვრების ძლიერ დაცვას, სამართლიან და მტკიცე თავშესაფრის წესებს და […]

სამართალი

გოგა მემანიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ დაინიშნა

პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე – „ყველაფერი პოლიციის შესახებ” გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს. უწყება ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თანამდებობა თავისი გადაწყვეტილებით დატოვა და კადრების განკარგულებაში გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის […]

მარნეულში სკოლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში, გვიან ღამით, 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.  “ტვპირველი”

რუსთავში მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, იძალადა მამაკაცზე. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე […]

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

რეკლამა