“ამ ეტაპისთვის საფრთხე არ არსებობს” – მინისტრის მოადგილე შავ ჭირზე

საქართველოში შავი ჭირის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური რისკის სამართავად სრულ მზადყოფნაშია – ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, უწყება საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და მუდმივ კავშირზეა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO), ასევე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. “ჩვენ, რა […]

Continue Reading

პირდაპირი ფრენა არის ირკუტსკიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები – ამირან გამყრელიძე

სიფრთხილისა და შესაბამისი მზადების ზომების მიღება აუცილებელია – რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი, – ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 2014 წელს, მაშინ, როდესაც ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან […]

Continue Reading

ჯანდაცვის მინისტრი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟის შექმნისთვის არ არსებობს

არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის გამოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „შემთხვევების გამოვლენის ადგილი საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს და მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება“. „ჩვენ ჩვენი […]

Continue Reading

რუსეთში შავ ჭირთად დაკავშირებით “ლელო” ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს – “დაუყოვნებლივ ჩააბაროს მოსახლეობას ანგარიში – იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით!”

გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი დაიწყეს, ამ ფონზე, გაურკვეველია, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო – საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პასუხს იმაზე, თუ რა ზომებს იღებს დღეს ხელისუფლება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე […]

Continue Reading

სამმა ქვეყანამ გაამკაცრა რუსეთთან სასაზღვრო კონტროლი “შავი ჭირის” სავარაუდო შემთხვევების გამო

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა გაამკაცრეს სანიტარული კონტროლი რუსეთთან საზღვრებზე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია „განსაკუთრებით საშიში ინფექციის“ შესახებ, რომელმაც იმსხვერპლა 28 წლის ლაბორატორიის ტექნიკოსი ირკუტსკის რეგიონში ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში. ამის შესახებ სამივე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. „ყაზახეთში სიტუაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და მიღებულია პრევენციული ზომები. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სანიტარული და საკარანტინო კონტროლი ხორციელდება“, – განაცხადა […]

Continue Reading

შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შემთხვევაში, აშშ მზად არის რუსეთს დაეხმაროს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზად არის, ირკუტსკში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შემდეგ რუსეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა. რუსეთიდან ფილტვისმიერი ჭირის გავრცელების რისკთან დაკავშირებით ტრამპი ამბობს, რომ თეთრი სახლი მეტად ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენას. “მას პნევმონიას უწოდებენ. იცით, წლების წინ პნევმონიის მკურნალობა უფრო ადვილი იყო. მიკრობები და ბაქტერიები გაძლიერდა, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ,“ […]

Continue Reading

ივანე ჩხაიძე – ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანების რუსეთიდან საქართველოში შემოღწევის ალბათობა მცირეა

„რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს, რუსეთის მხრიდან არ მოხდება ინფორმაციის დამალვა სერიოზული აფეთქებისა და პრობლემის თაობაზე, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ […]

Continue Reading

„ახალი პანდემიის შიშის ფონზე, პუტინის რეჟიმი „შავი ჭირის“ აფეთქებას „მალავს“ – The Sun

2 ოქტომბერს, ირკუტსკის ოლქში, შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში 28 წლის ქალი “შავი ჭირით” გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი საავადმყოფოს დირექტორმა დაადასტურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, 1 ოქტომბრიდან საავადმყოფოში რამდენიმე განყოფილებაში პაციენტების მიღება და გაწერა შეჩერებულია. სტაციონარული განყოფილება კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო ამბულატორიული კლინიკა ღია რჩება. იმის შესახებ, რომ რუსეთში „შავი ჭირის“ აფეთქებაა, ბოლო დროს ბევრი საერთაშორისო მედიასაშუალება […]

Continue Reading