პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის?” “აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის […]

Continue Reading

უვადო პატიმრობა მთივლიშვილის მკვლელობის საქმე – რას აცხადებენ მხარეები

ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, ასევე, მხარეებმა ისარგებლეს რეპლიკით. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულს საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა, თუმცა, უარი განაცხადა. ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული […]

Continue Reading

თენგიზ შარმანაშვილი – პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია – თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, პროკურატურა რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, მდინარაძესაც

საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია – თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, ასევე, მდინარაძესაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, პროკურატურა, კანონმდებლობის მიხედვით, ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეამოწმოს. „ჩემი კითხვები ამ შემთხვევაში ძალიან […]

Continue Reading

პროკურატურა – გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია – რას აცხადებს ოჯახი

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების […]

Continue Reading

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი […]

Continue Reading

პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული […]

Continue Reading

გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი […]

Continue Reading

ამერიკის ვიზისთვის საქართველოს 366 მოქალაქეს ყალბი ისტორია შეუქმნეს – დაკავებულია 9 ადამიანი

პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა და კიდევ ექვსის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად. პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი ისტორიის (ქეისის) შექმნას და მათთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. ასევე აშშ-ის და კანადის ვიზის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადებას. დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ თქვა, […]

Continue Reading

გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავეს

პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. უმოკლეს […]

Continue Reading

პოლიციელების უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. “ამ ეტაპზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ”, – აცხადებენ პროკურატურაში. გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის ამსახველ […]

Continue Reading