თამარ ჩერგოლეიშვილი – “საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ფედერალისტებისთვის, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი – რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ – ყველა ფრონტზე”

პარტია “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პარტიების ძალა არ არის დამოკიდებული რეჟიმის აკრძალვებზე. პარტიების ძალა არის დამოკიდებული პარტიების სახალხო მხარდაჭერაზე. მოსივე განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასაკრძალი პარტიებიდან ოთხს, ანუ ყველას, ფედერალისტების გარდა, 2024 წლის არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და რეჟიმისვე ბუღალტერიით, 800 ათს ხმაზე მეტი აქვთ აღებული, უფრო ცხადად დაინახავთ, რომ რეჟიმი მისივე დათვლილ […]

Continue Reading

გიორგი გახარია პარტიების აკრძალვის საკითხზე – მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ – პასიური დაკვირვება აღარ არის საკმარისი

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს ეხმაურება და საერთაშორისო პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდებს. “მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ და მტკიცედ დაუდგნენ გვერდში ქართველ ხალხს დემოკრატიის, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში”, – წერს გახარია სოციალურ ქსელში. მისი თქმით, პასიური დაკვირვება საკმარისი არ არის. “პასიური დაკვირვება უკვე აღარ არის საკმარისი. დღევანდელი ყოყმანი […]

Continue Reading

ვიქტორ ყიფიანი – ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება

ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება – ამის შედეგად ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აცხადებს. ყიფიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები. „მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში „გამარჯვებულ-დამარცხებულად” დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად […]

Continue Reading

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. ანა წითლიძის თქმით, „ეს ჩვენი ბრძოლისა და პრინციპების ერთგულების ნიშანია“. „მალე გაგვაუქმებენ თუ გვიან – ჩვენთვის არაფერი იცვლება. კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა […]

Continue Reading

ოპოზიციონერების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

ოპოზციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხივლის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციიონერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. კერძოდ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ დაუკავშირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოდან და შეატყობინეს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა. ირაკლი კუპრაძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები ფორსირებულად ჩაინიშნა. „დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების […]

Continue Reading

„სხდომები შეიძლება ერთ კვირაშიც დაიწყოს“ – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვის ვადებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქმის განხილვა შესაძლოა ერთ კვირაშიც დაიწყოს. მისი თქმით, კანონით განსაზღვრული 9 თვიანი ვადა მაქსიმალური ვადაა, მინიმალური ვადა კი დადგენილი არ არის და პროცესი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაეცნობიან მოსამართლეები სარჩელს. როინიშვილის განცხადებით, საქმეზე გადაწყვეტილებას […]

Continue Reading

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა

„ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადასცა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიის მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, 2026 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, […]

Continue Reading