პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე – მივმართეთ სასამართლოს, დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი

საგარეო პოლიტიკურ აქტორებს საერთოდ არ ეხებათ საქართველოში პოლიტიკური პარტიული ლანდშაფტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც არის მაგალითები სხვადასხვა ქვეყანაში პარტიების აკრძალვისა, საგარეო პოლიტიკური აქტორებისგან კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს. „ჩვენ არ გვეხებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში რომელი პარტიები გამოცხადდა ანტიკონსტიტუციურად, არ გვეხება ის, რომ გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აპირებენ […]

Continue Reading

კობახიძე სარჩელზე – “ძალიან მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს, ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა”

იმედი გვაქვს, რომ სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში ძალიან მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს, ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მმართველი გუნდის სარჩელი „ჩაკეტილი წრის გარღვევას“ ემსახურება. „თავის დროზე, როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია, სინამდვილეში, ყველაფრიდან გამოჩნდა, […]

Continue Reading

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი – დღე მესამე

დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი. სავარაუდოდ, დავიწყებთ ახსნა განმარტებების ეტაპს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია მთლიანი ოპოზიციური სპექტრის ჩამოშორება მოხდეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. „დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი. სავარაუდოდ, დავიწყებთ ახსნა განმარტებების ეტაპს. არცერთი პარტიის შუამდგომლობა არ არის დაკმაყოფილებული. ვხედავთ რა არის […]

Continue Reading

“მათი დღეები დათვლილია” – ვის მიმართავს ირაკლი კობახიძე

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება – ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე საუბრისას განაცხადა, რის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 21 ოქტომბერს იწყებს. კობახიძის თქმით, სარჩელის შეტანისას „ქართულმა ოცნებამ“ იხელმძღვანელა არა პირადი სუბიექტური ინტერესებით, არამედ […]

Continue Reading

ოპოზიციონერი ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები. ადგილზე უკვე მივიდნენ „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი, „ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ასევე, გიორგი გახარიას პარტიის […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშილი ოპოზიციას – დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ

დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ – ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე: ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით,- ასე მიმართავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას სოციალურ ქსელში. სააკაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ სურთ „მიშასთან, […]

Continue Reading

თამარ ჩერგოლეიშვილი – “საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ფედერალისტებისთვის, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი – რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ – ყველა ფრონტზე”

პარტია “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პარტიების ძალა არ არის დამოკიდებული რეჟიმის აკრძალვებზე. პარტიების ძალა არის დამოკიდებული პარტიების სახალხო მხარდაჭერაზე. მოსივე განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასაკრძალი პარტიებიდან ოთხს, ანუ ყველას, ფედერალისტების გარდა, 2024 წლის არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და რეჟიმისვე ბუღალტერიით, 800 ათს ხმაზე მეტი აქვთ აღებული, უფრო ცხადად დაინახავთ, რომ რეჟიმი მისივე დათვლილ […]

Continue Reading

ოპოზიციონერების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

ოპოზციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხივლის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციიონერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. კერძოდ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ დაუკავშირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოდან და შეატყობინეს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა. ირაკლი კუპრაძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები ფორსირებულად ჩაინიშნა. „დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების […]

Continue Reading

ალექსანდრე რაქვიაშვილი – IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში, თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო, „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო

IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში. თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო. იქ „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, რადგან არა 20%, არამედ 0 უწერიაო და ა.შ., – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩი“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. რაქვიაშვილი წერს, რომ მთავარი არა „ლელოს“ ან გვარამიას თანდათანობითი გაქრობაა, […]

Continue Reading

ოპოზიციაში დაპირისპირება ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვის კარგი და მნიშვნელოვანია – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციაზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვისა და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის, კარგი და მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ქართული დემოკრატიის სისტემის გაჯანსაღებისთვისა და ჩამოყალიბებისთვის კარგია, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს, საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის მიერ შეტანილი სარჩელიც შეასრულებს, რომლითაც „ქართული ოცნება“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია […]

Continue Reading