ტიბეტში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტის მთიან რეგიონში 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომლის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა. ეპიცენტრი ბაჩენის ოლქში, ნაგჩუს ქალაქში იყო, რომელიც ტიბეტის დედაქალაქ ლჰასიდან 400 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. სულ მცირე 65 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 11 მძიმედ. სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად და სასწრაფო დახმარების გასაწევად ბაჩენში 300-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს. 12 000-ზე მეტი ადამიანი […]

Continue Reading

ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა

ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. კაირო-ასიუტის დასავლეთ უდაბნოს გზატკეცილის 55-ე კილომეტრზე სამგზავრო ავტობუსი მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მგზავრები ძირითადად ტურისტები იყვნენ. ავარია გიზაში მიმავალი რეგიონალური გზის შესასვლელთან მოხდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ოცდარვა ეკიპაჟი გაიგზავნა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ ახლომდებარე საავადმყოფოები საგანგებო სიტუაციებში გადაიყვანა, […]

Continue Reading

ესპანეთს მომაკვდინებელი შტორმი „დანა ადამი“ დაატყდა თავს: არის მსხვერპლი. ქვეყანაში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა

ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ბალეარის კუნძულებზე ძლიერი შტორმი „დანა ადამი“ მძვინვარებს. ორი ადამიანი უკვე გახდა სტიქიის მსხვერპლი: ბარსელონასა და ვალენსიაში წყალმა ორი ქალი წაიღო. ვალენსიისა და ალიკანტეს რეგიონებში, წყალდიდობისა და მდინარეების ადიდების რისკის გამო, საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა – დღეში კვადრატულ მეტრზე 300 ლიტრზე მეტი ნალექი შეიძლება მოვიდეს. ვალენსიის, ალიკანტესა და ბალეარის კუნძულების რიგ […]

Continue Reading

რუსთავის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ერთ-ერთის მძღოლი დაიღუპა

რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი, რის შედეგად ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Continue Reading