თურქეთში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა. თურქეთის ადანას პროვინციის საიმბეილის რაიონში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შესახებ თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურმა (AFAD) განაცხადა. ბიძგები ადგილობრივი დროით 14:19 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 7.99 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მოგვიანებით, 15:43 საათზე 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ცენტრალური თურქეთის ქალაქ ოსმანიეში. მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მერსინის, გაზიანტეპის, კილისისა და ოსმანიეს პროვინციებში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

საქართველოს საზღვართან 20 კილომეტრში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 08:52 საათზე, ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 21კმ-ში, სოფელ ბალანთაში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო. განმეორებითი მიწისძვრა კი – 09:09 საათზე მოხდა, მისი სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა, 19 დაღუპული და 134 დაშავებული

ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ ფილიპინებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა. Associated Press, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, 200-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე შვიდი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე გენერალ სანტოსის ქალაქში ორ ათეულზე მეტი სახლი დაინგრა, რომელთაგან ბევრი კომერციული […]

Continue Reading