არასრულწლოვანმა 20 წლამდე ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა – სად მოხდა შემთხვევა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 20 წლამდე ბიჭი დაჭრეს. ახალგაზრდას ჭრილობები სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა მიაყენა. შემთხვევა სოფლის სასაფლაოზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, შილდაში ქორწილის მეორე დღის აღნიშვნის შემდეგ, მეგობრები ერთ-ერთი მათგანის მამის საფლავზე წავიდნენ, სადაც მათ არასრულწლოვანთა ჯგუფთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც სავარაუდოდ, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა 20 წლამდე ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს ჭრილობები თავისა და წელის არეში […]

Continue Reading

დუშეთში ერთი ადამიანი დაჭრეს

დუშეთში ერთი ადამიანი დაჭრეს – პირს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლციიამ ის მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით […]

Continue Reading

სამეგრელოში მამაკაცმა მამა-შვილი დაჭრა

სამეგრელოში, მამაკაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. დაჭრილი ქალის ინფორმაციით, პირი, რომელმაც მათ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, ძებნაში იმყოფებოდა. დაზარალებულის თქმით, მამაკაცმა ვიდრე დანას გამოიყენებდა, სანადირო თოფიდანაც გაისროლა. არსებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო. სამეგრელოში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს […]

Continue Reading

15 წლის სკოლის მოსწავლე დანით თავს დაესხა მოსწავლე გოგონებს

სტამბოლის ბაშაკშეჰირის რაიონში, 15 წლის გოგონა შეიხ შამილ იმამ ჰატიპის სკოლის ტერიტორიაზე დანით თავდასხმა სხვა მოსწავლეებს – იტყობინება თურქული მედია. თავდამსხმელი, სხვა სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, შენობაში შესულ გოგონებს დაესხა თავს. დაცვის თანამშრომელმა სწრაფად გჰააუვნებელყვეს თავდამსხმელი, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. დაშავებულთა რიცხვი ზუსტდება: სტამბოლის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ხუთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო რაიონის მერი […]

Continue Reading

,,მშობლებს კვლავ ეშინიათ შვილების გარეთ გაშვება. ისევ გაჩნდა იარაღი და უამრავი ნარკოტიკი” – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გუშინ, ერთ-ერთ უნივერსიტეტთან სტუდენტის დაჭრის ფაქტს და 90-იან წლებს იხსენებს. მისი თქმით, 2012 წელს აფრთხილებდა საზოგადოებას წარსულში დაბრუნების საფრთხეზე. “გუშინ ვისაუბრე ზუსტად 90-იანი წლების კრიმინალზე, რომელიც შეუმდგარმა ჭორვილელმა დიქტატურაში დააბრუნა ქვეყანაში. 90-იანებში უნივერსიტეტებთან შავები და კრიმინალები “უსატკავებდნენ “ ხოლმე სტუდენტებს და იყო დაჭრები და მკვლელობები. გუშინ 2026 […]

Continue Reading

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს

თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობითვე, დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, […]

Continue Reading

დაჭრა მუსიკის შეკვეთისთვის – ვინ არიან დაჭრილები

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მათ სხეულის დაზიანებები ერთმანეთს ცივი იარაღით მიაყენეს. შემთხვევა გუშინ, 14 ივნისს მოხდა. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ორივე მათგანს ბრალი აქვს წაყენებული. Aktual.ge-ს ინფორმაციით, მხარეებს […]

Continue Reading

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მოქალაქეს და პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. როგორც უწყება განმარტავს, დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს და ახლა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, […]

Continue Reading

მამაკაცმა ყოფილი მეღლე დაჭრა – დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ […]

Continue Reading

3 კაცის დაჭრისთვის 3 ადამიანი დააპატიმრეს – ვინ არიან ძმები, რომლებსაც წუხელ ცეცხლი გაუხსნეს?

პოლიციამ ქვემო ფონიჭალაში მოხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე 3 პირი დააკავა – შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამ პირს (ძმებ ყელბერაშვილებს და მათ მეგობარს) სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის 2 მეგობარი, თუმცა ორივე მათგანმა განსაკუთრებით მძიმე […]

Continue Reading

თბილისში მამაკაცი დაჭრეს – სად მოხდა შემთხვევა

თბილისში მამაკაცი დაჭრეს – შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ეჭვმიტანილი პოლიციამ სადახლოს გამშვებ პუნქტზე მაშინ დააკავა, როცა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის […]

Continue Reading