პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ ციხეში ბადრაგმა გააუპატიურა, საკუთარ უფლებებს სტრასბურგის სასამართლომდე დაიცავს

პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ ციხეში ბადრაგმა გააუპატიურა, საკუთარ უფლებებს სტრასბურგის სასამართლომდე დაიცავს. სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ადვოკატმა დღეს ბოლომდე ბრძოლა დაანონსა. სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, სამართლებრივ რეჟიმში რჩებიან და ბოლოს ინსტანციამდე იბრძოლებენ სიმართლის დასამტკიცებლად “დავაყენეთ შუამდგომლობა პროკურატურაში, რომ ამოღებულიყო დეესკალაციაში გადაყვანის სხვა კადრები, მათ შორის სხვა პატიმრების კადრები, როგორ ხდებოდა გადაყვანის პრაქტიკა და გიორგის შემთხვევაში […]

Continue Reading

პროკურატურა – გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია – რას აცხადებს ოჯახი

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების […]

Continue Reading

პატიმარ დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ საის ადვოკატს ციხიდან არ უშვებდნენ, ვიდრე ჩანაწერები, რომელიც გააკეთა, თავადვე არ დახია

საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში შეხვედრისას მან დავითაძის მიერ სავარაუდო გაუპატიურებისა და წამების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია ჩაინიშნა, თუმცა დაწესებულების დატოვებისას თანამშრომლებმა ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს. ქათამაძის განცხადებით, მიზეზი არ განუმარტავთ და ეუბნებოდნენ, რომ „სულ რომ ცა ჩამოიქცეს“, ჩანაწერებს ციხიდან ვერ გაიტანდა. […]

Continue Reading

ალეკო ელისაშვილი – საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას, იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები – არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ – იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს, – ასე ეხმაურება […]

Continue Reading

იუსტიციის მინისტრი – კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურას, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება

ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება – გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას. „სახელმწიფო, იუსტიციის […]

Continue Reading

დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად პროტესტის გამო 3 პატიმარი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად კიდევ სამმა პატიმარმა გამოხატა პროტესტი, რის გამოც ისინი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“. ომბუდსმენის აპარატის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, შაბათ-კვირას, 3–4 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში. მათ მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და კიდევ სამი პატიმარი, რომლებიც […]

Continue Reading

დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი – კობახიძე დავითაძეზე

არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას. დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატიმრის ოჯახის წევრები ცდილობდნენ, ადამიანი, რომელმაც არაერთი ტყვია ესროლა პოლიციელს და დაჭრა, გაემართლებინათ. „არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, […]

Continue Reading

დავითაძეების ოჯახი ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობდა

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ავთანდილ დავითაძე, რომლის პატიმარი შვილი ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში გაუპატიურების შესახებ საუბრობს, ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც დეესკალაციის საკანში სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობდა. დავითაძე ეხმაურება ციხეების უფოროსის, გიორგი პატარიძის განცხადებასაც, რომელმაც ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს გუშინ მადლობა გადაუხადა. “თითოეული ამ მოძალადე ჯალათის ფოტო უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ქვეყანას უნდა ვაცნობოთ, […]

Continue Reading

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი დავითაძეზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ და ითხოვენ, სრულად გასაჯაროვდეს კადრები, სადაც მათივე განმარტებით, მსჯავრდებულზე ძალადობაა ასახული. გიორგი დავითაძის დედის, ირმა დავითაძის განცხადებით, ბადრაგები, რომლებიც, მისივე თქმით, პატიმრებზე ძალადობენ, უნდა დაისაჯონ. „მოძალადე ტრაპაიძე თავისი არაკაცი, პატარა კაცებით, რომლებიც შეკრებილი ჰყავს, ძალადობენ პატიმრებზე და ამას არ […]

Continue Reading

თბილად ზიან კაბინეტებში და რაში აინტერესებთ ჩემი ამბები მათ, ვინც მე და ჩემმა ოჯახმა მოვიყვანეთ, რატომ არ დაიქცა ის დღე” – ირმა დავითაძე

დედა, რომლის პატიმარი შვილი ციხეში გაუპატიურებაზე საუბრობს, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრას ითხოვს – ირმა დავითაძე ამბობს, რომ სტრასბურგამდე ჩაიტანს ყველა ინფორმაციას და რომ იმ “ხელისუფლებას, რომელცი თავად მოიყვანა, ისე წაიყვანს”. ქალი რომელიც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ცოლია, ამბობს, რომ ივანშვილის გუნდის წევრებს, მათ შორის თეა წულუკიანს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა თავისი შვილის საკითხზე, თუმცა წულუკიანი […]

Continue Reading