“ერთ გვიან ღამით, მითხრეს, ძალიან სანდო ადამიანმა შიგნიდან სტრუქტურების”… ნიკა ქავთარაძემ ემიგრაციაში წასვლის მიზეზზე ისაუბრა

დღის სიახლეები საზოგადოება

იუმორისტმა, ნიკა ქავთარაძემ, რომელმაც 1 წელია ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა, გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

ქავთარაძის თქმით, რომ არა ძალოვანი სტრუქტურებიდან გამოჟნილი ინფორმაცია, რომლის დროსაც გაიგო რომ დასაჭერთა სიაში იყო, ქვეყანას არ დატოვებდა.

“1 წელი ხდება, რაც მომიწია გამოქცევა სამშობლოდან. დეტალებზე ძალიან მიჭირს საუბარი, უბრალოდ ერთ გვიან ღამით, მითხრეს, ძალიან სანდო ადამიანმა შიგნიდან სტრუქტურების, მითხრა, რო უახლოეს პერიოდში რაღაცას სიის შესახებ მითხრა, ერთ-ერთი თათბირის დროს ჩემზეც იყო საუბარი და ამას ემატება ჩემი შვილის და მოკლედ, მთელი ამბები აქტიურობის. ერთადერთი შანსი მქონდა, რომ მომცემენ რაღაც პერიოდს თუ წავიდოდი დ ეს ეს ადამიანი ამას თავის თავზე აიღებდა და ისეთი შოკი იყო ამ ინფორმაციის მოსმენა. მაგრამ რა ვიცი, მაინც ჩავთვალე, რომ ციხეში წასვლა, გაურკვეველი ვადით თუ იქნებოდა ალტერნატივა, ჯობდა წამოსულიყავი ქვეყნიდან და ამით გარკვეულწილად სხვა ადამიანების უსაფრთხოებააზეც მეზრუნა, – განაცხადა ნიკა ქავთარაძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ფიქრობს უკვე რომ ქვეყანა დატოვოს და ეს ყველაფერი ქვეაყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამოა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *