ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ – აცხადებენ გახარიას პარტიაში

დღის სიახლეები პოლიტიკა

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ, საგრძნობლად გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობები, სროლა, ფემიციდი, დაჭრის ფაქტები და ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტები – ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სისტემა გამოიყენება არა მოქალაქეების დაცვის, არამედ მათი დაშინების და დევნის ინსტრუმენტად.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცავი სისტემა თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და შსს-ს პრიორიტეტი არა მოქალაქეებზე ზრუნვა, არამედ „ოცნების“ ვიწრო პარტიული ინტერესების დაცვა, ტროტუარზე მყოფი ადამიანების დაკავება, მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფურად ცემა-დაშინება და მოქალაქეების „ფეისბუქზე“ კრიტიკული „პოსტების“ „სქროლვა-სქრინვა“ გახდა.

„მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს – ფაქტია, რომ დღეს დაცული ამ ქვეყანაში არავინაა. სამართალდამცავი სისტემები მოშლილია და მათი პრიორიტეტები აცდენილია, მათ რეალურ პასუხისმგებლობებს. ასეთ მძიმე ვითარებაში ვალდებულები ვართ, თითოეულმა ჩვენგანმა მეტი სიფრთხილე და თანადგომა გამოვიჩინოთ,“ – განაცხადა ჭანტურიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *