დენგეს ვირუსის ჩვენს ქვეყანაში გავრცელების რისკი არ არის – პაატა იმნაძე

დღის სიახლეები საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში დენგეს ადგილობრივი შემთხვევა არასდროს ყოფილა. შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, შეიძლება, წელიწადში რვამდე იყოს.

მან პირველ არხს განუცხადა, რომ პაციენტი, რომელსაც საქართველოში დენგეს ვირუსი დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა.

ამასთან, როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საქართველოში დენგეს ვირუსის გავრცელების რეალური რისკი არ არსებობს.

„ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს. პაციენტი გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *