დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას დღესასწაულობს

დღის სიახლეები საზოგადოება

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში, სადღესასწაულო მსახურება აღევლინა. წირვის დასასრულს, სრულდება მოხლმოდრეკის საგანგებო ლოცვა და შესაბამისად, დღეიდან, მრევლს კვლავაც შეუძლია ლოცვის დროს მუხლი მოიდრიკოს. მუხლდრეკა არ აღესრულებოდა ვნების შვიდეულის ოთხშაბათი დღიდან.

დღევანდელი დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც. დღეს მაცხოვრის მიერ მოციქულებისთვის დაპირებული სულიწმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე, „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდამყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი”.

“პრესექსპრესი” გილოცავთ დღევანდელ საუფლო დღესასწაულს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *