მოშიმშილე პატიმარი – “ხუთი დღეა ვშიმშილობ და მაყურებინებენ, როგორ ჭამს 7 მსჯავრდებული“

დღის სიახლეები სამართალი
“ხუთი დღეა ვშიმშილობ და მაყურებინებენ, როგორ ჭამს 7 მსჯავრდებული“ – ამის შესახებ ფეისბუქგვერდი “ინფო იმერეთი” წერს, საქმე ეხება ქუთაისელ პატიმარს გლდანის მე-2 დაწესებულებიდან.
მათივე ცნობით, პატიმარი ოთარ აფრიდონიძე აცხადებს, რომ იმყოფება გაუსაძლის და ანტისანიტარიულ პირობებში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობს, ადმინისტრაცია საკანში ტოვებს სხვა მსჯავრდებულებს, რომლებიც მის თვალწინ იკვებებიან.
პატიმარი მოითხოვს გადაიყვანონ ქუთაისის მე-2, ან გეგუთის მე-14 დაწესებულებაში და სახალხო დამცველისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობის პირად ჩართულობასა და შეხვედრას.
პატიმარი პროტესტის მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ არის ქუთაისიდან და მისი ოჯახის წევრებს მასთან პაემანის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *