პატრიარქ შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა

დღის სიახლეები საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა.

“მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 2026 წლის 7 ივნისსაც საყოველთაო ნათლობის ფარგლებში პატრიარქ შიო III-ის ნათლული დაახლოებით 700 ბავშვი გახდა.

საყოველთაო ნათლობების ტრადიციას, დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პატრიარქმა ილია მეორემ 2008 წელს ჩაუყარა საფუძველი. უწმინდესი, მშობლების სურვილის შემთხვევაში, ოჯახში ყველა მესამე და მომდევნო შვილის ნათლია იყო.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *