ერთდღიანი დუმილის შემდეგ, საპატრიარქომ მეუფე იობზე აზრი გამოთქვა

დღის სიახლეები საზოგადოება
ერთდღიანი დუმილის შემდეგ, მეუფე იობთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, მეუფის იმ ლექსიკით მოხსენიება, რომელიც გუშინდელი დღიდან ვრცელდება, მიუღებელია.
“მეუფე იობის ქადაგების შემდეგ, ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.
საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.
აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე” – წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *