928 მილიონი ლარის შემოსავალი – რომელი მობილური კომპანიები გამდიდრდნენ გასულ წელს

დღის სიახლეები ეკონომიკა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში მობილური ოპერატორების მთლიანმა შემოსავალმა 928 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ

ანგარიშის მიხედვით, ბაზრის სტრუქტურა შემდეგნაირად ნაწილდება:

„მაგთიკომი“ – შემოსავალი 437 მილიონ ლარი, რაც ბაზრის 47%-ს შეადგენს;
„სილქნეტი“ – შემოსავალი 325 მილიონი ლარი, რაც ბაზრის 35%-ია;
„სელფი მობაილი“ – შემოსავალი 165 მილიონი ლარი, რაც ბაზრის 18%-ს შეადგენს;
Hallo – შემოსავალი დაახლოებით 2 მლნ ლარი, რაც ბაზრის 0.2%-ს შეადგენს.

მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 წელში მობილური ბაზარი მნიშვნელოვნად – 555 მილიონი ლარიდან 928 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი. ამ პერიოდში ყველაზე მსხვილი ოპერატორების შემოსავლის ზრდის მაჩვენებელი ასეთია:

„მაგთიკომი“ 259 მილიონი ლარიდან 437 მილიონამდე გაიზარდა;
„სილქნეტი“ 195 მილიონიდან 325 მილიონამდე;
„სელფი მობაილი“ 101 მილიონიდან 165 მილიონ ლარამდე.

ანგარიშის თანახმად, ბაზრის ზრდის მთავარი ფაქტორი მობილური ინტერნეტის მოხმარების მატებაა. როგორც დოკუმრნტში ვკითხულობთ, იზრდება მონაცემთა გამოყენება და ციფრული სერვისების აქტიურობა, რაც პირდაპირ აისახება ოპერატორების შემოსავლებზე.

ანგარიშის მიხრდვით, საქართველოს მობილური ბაზარი სტაბილურად იზრდება, თუმცა ლიდერ პოზიციებს კვლავ რამდენიმე მსხვილი ოპერატორი ინარჩუნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *