ბათუმში დაჯარიმდა 9 აუზი და 6 სასტუმრო – რა დარღვევები გამოავლინა მუნიციპალურმა ინსპექციამ?

დღის სიახლეები საზოგადოება

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე 28 საცურაო აუზი და 119 სასტუმრო შეამოწმა.

როგორც Bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ, უწყებამ გვაცნობა, შემოწმებების შედეგად დაჯარიმდა 9 საცურაო აუზი, ვინაიდან აუზის წყალში დაფიქსირდა ქიმიურ და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.

რაც შეეხება სასტუმროებს, მუნიციპალური სამსახურის ცნობით, ივნისი-აგვისტოს პერიოდში დაჯარიმდა 6 სასტუმრო სისუფთავის ხარისხის დარღვევის გამო.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ტურისტულ სეზონზე საცურაო აუზების, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. მონიტორინგის ფარგლებში, აგრეთვე მოწმდება, კვების ბლოკისა და სასტუმროს ნომრების ჰიგიენურ ნორმები.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *