“სამარცხვინოა” – ჯო უილსონი “ქართული ოცნების” პროტესტზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, რეზოლუციის მიღების დროს, “ქართული ოცნების” დელეგაციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პროტესტის ნიშნად დატოვებას “სამარცხვინოს უწოდებს. ამის შესახებ მან “იქსზე” დაწერა:

“სამარცხვინოა, რომ საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჩემი რეზოლუციის მიღებისას დატოვა, რომელიც გმობდა ირანის პრო-ტერორისტულ მაფიის რეჟიმს, რომელმაც საქართველო დაიპყრო.

მოიცადეთ, სანამ ნახავთ, რას მივიღებთ მომავალ წელს ჩარლსტონის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე,” – წერს ჯო უილოსნი X- ზე

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *