პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელ სხდომას ეხმაურება, რომელზეც მმარეთველი პარტიის დელეგაციამ პროტესტი გამოხატა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, გახარია ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს და წერს, რომ “ქართულნა ოცნებამ” სრულად შეილახა რეპუტაცია.
“ქართული ოცნების” დელეგაციას სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ვინაიდან ვერ შეძლეს ეუთოს საზოგადოების მოტყუება თავიანთი სიცრუით, “ოცნების” დელეგაციამ დარბაზი დატოვა, რასაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზ პერე ჟოან პონსის მხრიდან სამართლიანი და შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ქართულმა ოცნებამ სრულად შეილახა რეპუტაცია: ქვეყნის შიგნით ისინი სიმართლეს ძალადობით, პატიმრობითა და ჯარიმებით ებრძვიან, ხოლო საზღვარგარეთ — სამარცხვინო ტანტრუმებით. იმ დროს, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ანექსიის პროცესებს აჩქარებს, “ქართული ოცნება”, ნაცვლად იმისა, რომ უსაფრთხოების ეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმა ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს, მის საბოტაჟს ახდენს. ეს არის მძიმე, პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლო ინტერესებზე” – წერს გახარია.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
